kids.ge logo

ნეტავ მართალი თუა?

ფავორიტებში დამატება

მელანოს დევუკელები
უკვე სკოლაში შესულან!
გუშინ რომ ფაფას ლოკავდა,
ის დევიც შვიდის შესრულდა.
- სკოლაში რას ასწავლიან?
- დევთ ანა-ბანას, ალბათ.
- კიდევ? - ზღაპრებს და არაკებს
და დევგმირების ამბავს.
მუსიკასაც რომ სწავლობენ?!
ვილინო აქვთ ერთი,
ცხრავე დევს სმენა ჰქონია,
არ გასწყრომიათ ღმერთი.
ჰოდა, გამებს რომ უკრავენ,
თურმე ზანზარებს ხევი,
თელასგან გამოუთლიათ
მათი სარგო ხემი.
სი ულაყის კუდისა
ზედვე გაბამთ ძუა,
კონცერტზე მივუწვევივართ,
ნეტავ მარტალი თუა?
მელანოს სიხარულისგან
გული გაუსკდეს ლამის,
ცხრა ფრაკი ჩააგვირისტა,
არ უძინია ღამით.
ცხრავეს დააჭრა ფრჩხილები,
ცხრავეს დაბანა პირი,
საგზლად ჩადო თითო დევს
ას-ასი კვერი ტკბილი.
ბოლოს თავადაც მოიგდო
მხრებზე ნამზითვი ფარჩა
და წაბრაგუნდნენ კონცერტზე,
ხემი კი....სახლში დარჩათ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ზაფხულიმზე-მაესტრომ, ადრიან, დაიქნია ჯოხი. ცერზე ჩამოიარა ალვამ მწვანე ჩოხით. ტაშს უკრავენ ფოთლები, განა ქარის ბ...რვაფეხაერთ რვაფეხა დედას გაუცივდა შვილი. ყველას ასე მოუვა, ვინც უწინდოდ ივლის! დედას გული გაუსკდა, მოიტანა წამალ...ქუმელაბაჭოს დედა კურდღელმა მოუმზადა ქუმელა. ცეცხლი მისცა ღუმელმა, წყალი მისცა ღრუბელმა. ბაჭო-ბიჭის ნათლიამ ფქვი...ბებოს ლხინი- აბა, ჩემო სანოვაგევ ხვავისა, იქეც სტუმრის და მასპინძლის ხალისად! მადლი უფალს, რომ გვარგუნა ლუკმა, მალე ...ზამთარიზამთარს მოაქვს თოვლი, ყინვა. ქუდს, ხელთათმანს, კაშნეს, მოარგებს და დიდ-პატარას თბილ ქურთუკებს აცმევს. ლოლ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026