kids.ge logo

ჩიჩილაკი

ფავორიტებში დამატება

ღებენ თხილის ტოტს და
თლიან, თლიან, თლიან, თლიან....
სახალწლოდ უნდა დადგან
-მიხვდი?
-ჩიჩილაკი ჰქვია!
თხელ ანათალს ვერც დაითვლი:
გაბევრდება ერთი ასად,
მზეს ჰგავს ჩვენი ჩიჩილაკი
გაგვინათებს სხივით სახლსაც.
საშობაოდ მზეც ხომ ასე
მომატებს სხივს და ნათელს?!
თლიან,თლიან, ჩიჩილაკიც
სინათლის ხედ იქცა, ნახე?
გადმოშალა სხივის ღვარი:
ეს მშვიდობის, ეს ბარაქის,
ეს სიკეთის ნიშნად არის.
დღე იზრდება, სხივნათელობს,
ბნელს და ყინვას გადასძალავს,
მალე გაზაფხულიც მოვა,
და დედამზის ვიგრძნობთ ძალას.
მედის და სინათლის ხევ,
მოდი, მოგრთოთ, ჩიჩილაკო!
სიხარული ერქვას მინდა
სამყაროსთვის შენ ტკბილ ნაყოფს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სად ხარ, გეძებ, შემოდგომავ?იქნებ ღრუბლებიდან მოდის წვიმასა და ქართან ერთად? იქნებ, სკოლაშიც კი გვიცდის, კლასში გვემალება, მერხთან? ი...ზოოპარკში- ბეჰემოტო, ამო წყლიდან, მარტო ყოფნა არ მოგწყინდა? მოდი, ვჭამოთ ბატი-ბუტი, გინდა შაქრიანი ბამბა? - ა ბ ა ...უთხრა ინამ ლოკოკინას-მთელი ზამთარი რომ გძინავს, ძილისგუდა ლოკოკინავ, გაზაფხულდა, გაიღვიძე, დათბა, არც თოვს, აღარც ყინავს. ამო...ქარ-წვიმაშიღამეა და ზუის ქარი, კედლებს გააქვთ ჭრაჭა-ჭრუჭი, საბუდარში, დედის ფრთებქვეშ, ფშვინავს ორი ბატის ჭუკი. ერთი...რვაფეხაერთ რვაფეხა დედას გაუცივდა შვილი. ყველას ასე მოუვა, ვინც უწინდოდ ივლის! დედას გული გაუსკდა, მოიტანა წამალ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026