kids.ge logo

ქუმელა

ფავორიტებში დამატება

ბაჭოს დედა კურდღელმა
მოუმზადა ქუმელა.
ცეცხლი მისცა ღუმელმა,
წყალი მისცა ღრუბელმა.
ბაჭო-ბიჭის ნათლიამ
ფქვილი მხარით ათრი
ტყე-ტყე,
კორომ-კორომ
და აუვსო სორო.
დედას ჰყავდა დაქალი,
მისცა ცოტა შაქარი.
კარაქი და ერბო
წილადა ბებომ.
მეზობელიც ჰყავდათ _
შინაბერა ციყვი,
მან მარილი არგო,
რიდე მწიკვი.
დახალული თხილი,
კაკალი და ნუში
ბიცოლამ და ბიძამ
მოკითხეს გუშინ.
თუხთუხდა ქუმელა,
ტყე აავსო სურნელმა.
დედამ ფაფა თანაბრად
წილადა სუყველას:
სო - მესო - მეზო - ბელსო,
სო -მასო მეგო - ბარსო,
სეც -ბაჭო-ბიჭსაო,
ღმერთი გამიზრდისაო!
სო - ჩიტსო,
სო - თაგვსო,
ერთი ლუკმაც - ბეჩავ თავსო,
თავად ქვაბის ძირი ლოკა,
მოივსო ცალი ლოყა.
- მე?
- შენც გარგეს წილი,
ბა, გახსენ პირი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თოვლივაშა! ვაშა! მოვამზადებთ თოვლის ვახშამს! თოვლის ფქვილი, თოვლის რძე გარეთ მუხლის თავზე დევს. თოვლის ყველი, ...სად ხარ, გეძებ, შემოდგომავ?იქნებ ღრუბლებიდან მოდის წვიმასა და ქართან ერთად? იქნებ, სკოლაშიც კი გვიცდის, კლასში გვემალება, მერხთან? ი...საქართველოჩემს სამშობლოზე ლამაზი არ მეგულება მხარე! აქ ყველა სოფლის წყაროზე უკვდავების წყალს დალევ. მწვერვალი ზღვას...ზაფხულიმზე-მაესტრომ, ადრიან, დაიქნია ჯოხი. ცერზე ჩამოიარა ალვამ მწვანე ჩოხით. ტაშს უკრავენ ფოთლები, განა ქარის ბ...ზამთარიზამთარს მოაქვს თოვლი, ყინვა. ქუდს, ხელთათმანს, კაშნეს, მოარგებს და დიდ-პატარას თბილ ქურთუკებს აცმევს. ლოლ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026