kids.ge logo

მეგობრობა

ფავორიტებში დამატება

სათუოდ იპოვის, ვინც მეგობარს ეძებს!
კაცი, ჩიტი, ხე, ცხოველი, უმეგობროდ ვერ ძლებს!
მაგიდა რომ მაგიდაა, ვინ იპოვა? - სკამი!
ზღვასაც მეგობრები უყვარს - დელფინი და ქარი!
ი, თეფშის მეგობარი - ჩანგალი და დანა!
ი, მიწის მეგობარი - ბაღი, სახლი, ყანა!
ი, ღრუბლის მეგობარი - მზე, ვარსკვლავი, მთვარე,
ძილის მეგობარი არის - ვინც მილულავს თვალებს!
ი, ტახტის მეგობარი - ბალიში და პლედი,
მულტფილმების მეგობრი ? ჰო, დისნელენდი!
სეც ჩანთის მეგობარი - რველი და წიგნი,
ეს ჯამბაზის მეგობარი - სიცილი და ცირკი!
და ტრანსპორტის მეგობარი? - ბენზინი და მგზავრი.
მუზემის მეგობარი? - ჩონჩხი დინოზავრის!
ი, პურის მეგობარი - კარაქი და თაფლი,
შემოდგომის მეგობარი? - ყურძენი და წაბლი!
ი, პალტოს მეგობარი - ღილი, კაშნე, ქუდი.
საჩუქარის მეგობარი - მოხატული ყუთი.
სათამაშოს მეგობარი - ყველა ბავშვი ერთად,
ბალახები მეგობრობენ სოკოსთან და ტყესთან.
ეს მდინარის მეგობრები - ხები და მთები,
და ამ ლექსს რომ ბოლო არ აქვს,
მგონი უკვე ვხვდებით.
რამდენი რამ ჩამოვთვალე და რამდენიც არ ვთქვი,
დაგიტოვებთ მე ამ ლექსში თავისუფალ ადგილს.
გადაავლეთ თვალი ირგვლივ ყველაფერს და იტყვით,
მეგობროდ არაფერი „რსებობს“, ერთი სიტყვით!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სკოლაშიყოველ დილით სკოლისაკენ მივდივარ და მიხარია - ჩემი მასწავლებელი და მეგობრები - იქ არიან! ერთად ვსწავლობთ წ...კესოს ლექსიესო-მესო, გაჩნდა კესო! სხივად შეემატა დღესო, როცა სძინავს _ მთვარესა ჰგავს, როცა ღვიძავს _ დილის მზესო. ქ...მეფის ქალიშევაწყვიტოთ ნინოს - ცრემლი, ბალს - კუნწულა, ვაზს - აკიდო. ჩიორამ თქვა: - მძიმეაო, კნუტი კნავის: - ვის ავკ..."წესრიგომიცინი"თუ არ იბან საპნით ხელებს, იწეპებ და იკრობ ბაქტერიებს, ვირუსებს და ათასობით მიკრობს. თუნდაც იყო ბრძენთაბრძ...მუხლუხოს მუხუდოერთი საწყალი კალია დახანხალებდა მშიერი. გზად ნათლიმამა მუხლუხო შემოხვდა, დინჯი იერით. შეატყო, რომ ჩვენს კ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026