kids.ge logo

მე შენი მგონე

ფავორიტებში დამატება
მე შენი მგონე, ჭირს შემკონე, დამწვი, მალ ალო,
ზილფო ნაშალო, შემაშალო, მკვლელთ დალალო,
მთიბო პირო, მიჯნურთ მჭირო, ბროლო და ლალო,
კეკლუცო, ნაზო, შენ ლამაზო, ბროლ-ფიქალალო!
მე შენსა ყარიბსა მიჯნურსა მაქვს სავალალო.

ჰხამს, შენთვის ხელმა, სოფელს მვლელმა, თავი ჭირს აროს,
შენნი უწყალო ჰინდ-ლაშქარნი გარ-შეისაროს,
მათგან დაზიდულს მშვილდსა უძლოს, გულსა ისაროს,
დაჭრილი ჰრბოდეს, ცხოველობა გაიმქისაროს!
მაგრამ უბრალოდ სისხლი შენზედ არს საალალო!

როს მოგიხილე, მყის შევიქენ თავისა მტერი!
რად არ ვიცოდი, არა გყვანდა შენი საფერი?!
ყოვლი მოყვარე შენგან ჩივის, ყმაა თუ ბერი!
რა გიმების, არვინ იცის, ვსცან ვერა ვერი!
დროა, თუ მომკლავ შენ, სიკეთე დაუთვალალო!

ძნელი ყოფილა, დამაშვრალსა შეხვდეს წყურვილი,
მზისა სიცხოვლე მირასჭირდეს, შექმნას ურვილი!
ვა ჩემსა ბედსა! იცი მე ვარ სულ-მიწურვილი;
მიკვირს, რად აღარ დამაკარვენ სათნი ბურვილი?
ჰგავს, რომ მოყვარე არად გინდა, მიუთვალალო!

მე შენმა თვალმა გარდამბირა, როს გნახე მთვარე;
შვიდნი ციურნი მოციმციმედ არ შეგადარე;
შენის ბაგისა ორნი მეცნეს: ტკბილი და მწარე;
ორ-კეცად შენი სიყვარული თავს დამაფარე!
შენი ბესიკი რად დამაგდენ, შეუბრალალო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ბედისადმიჰე, ბედო, რა ხარ? შენი ხატი ვინ სახოს, ყოვლ ფერობათა მონაო? ხელ-მწიფედ მზა ხარ, მაგრამ ვერვინ ვერ ნახოს შ...ჭადრაკზედ ზმებინიჭად რა კიდარ უკადრად მე ფერხნი შემჰსდგენ ღონითა; ჟილ ბლაზი ერის მეტ ლიზღვით დამმხედ არ იყოს ჰხსონითა; დ...დილას მთიებსდილას მთიებს აღმომჭვირვალს დახედა; მიცი, მზეებრ სხივთა მტყორცნის ისარად; გულო, ტრფობის კლასებს ზესთა დახე...შავ გლახ გულოშავ გლახ გულო, ვისთვის იწვი მუდამით? მიჯნურთ ეშხი ესოდენს ხანს რიდებით! ვისთვის ხელობ, ვის[თვის] შმაგობ მ...ცრემლთა მდინარეცრემლთა მდინარე, სისხლ-მჩინარე, მიპყრობს ხედვასა; ვითღა გიხილო? სოფლისა ბრჭალმან, ვით გრიიგალმან, ჩემსა ბ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026