kids.ge logo

როგორ გაჩნდა შავი არაგვი?

ფავორიტებში დამატება

- ერბო? - ასიოდ ქილა.
- კვერცხი? - ათასი ცალი.
-ცეცხლი? - ტკაცანით დაფრთხა
ტყეში ჭინკა და ალი.
ერბოკვერცხს უწვავს შვილებს
მელანო - დევის ქალი.
სურნელი გასცდა სამანს,
ცეცხლზე ლაპლაპებს რვალი,
შეწვას ვინ აცლის ან კი?!
ჟრიმული აქვთ დევებს,
-,,ლუკმას ნუ ელის ჩემგან,
ვინც არ დაბანს ხელებს!“-
თქვა მელანომ და მშვიდად
პურიც ჩააკრა თონეს,
ძმებმა დახედეს ზანტად
თავის ჭუჭყიან ტორებს.
დევები ჰქვიათ, მაგრამ
ურჩობას ვერვინ ბედავს,
ვინ შეუბრუნებს სიტყვას
ცხრა შვილის გამზრდელ დედას?!
ცხრავე მიასკდა არაგვს,
რას ეყოფოდათ ფშანი?
ქვით უხეხიათ დიდხანს
დევებს ტორები შავი.
ჰოდა, გამუქდა თურმე
ჭუჭყით ანკარა წყალი,
მას მერე მოდის ასე
ამღვრელი და შავი.
- ის ერბოკვერცხი ჭამეს?
- გამოუყვანეს წირვა.
- ეგ როდის მოხდა?
- როდის?
ალბათ დიდი ხნის წინათ...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საქართველოჩემს სამშობლოზე ლამაზი არ მეგულება მხარე! აქ ყველა სოფლის წყაროზე უკვდავების წყალს დალევ. მწვერვალი ზღვას...მეგობრობაუსათუოდ იპოვის, ვინც მეგობარს ეძებს! კაცი, ჩიტი, ხე, ცხოველი, უმეგობროდ ვერ ძლებს! მაგიდა რომ მაგიდაა, ვი...დედასდედა, დედილო, დედუკავ, მზეზე თბილო და ტკბილო, შენს გულს რომ გაუხარდება, ისეთ შვილობას ვცდილობ. ყოველი დღი...ძილისპირულიროცა გინდა, დაიძინო, თუ კი კარი გადარაზე, სანამ თვალებს დახუჭავდე, არ შესკუპდე ქანდარაზე! არც თავლაში შეხ...ყველა შიშის ჯინაზესუნს შეიგრძნობს ცხვირი, გრძელიც, მოკლეც, მსხვილიც. ყურებს ესმით ხმა და ბგერა, ახლო - კარგად, შორი - ძნელა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026