kids.ge logo

ძილისპირული

ფავორიტებში დამატება

როცა გინდა, დაძინო,
თუ კი კარი გადარაზე,
სანამ თვალებს დახუჭავდე,
არ შესკუპდე ქანდარაზე!
არც თავლაში შეხვიდე,
არც სოროში შეძვრე,
არც ბუნაგში მოკალათდე,
იქ ძილს ვერსად შეძლებ!
არც ბუდეში ჩაჯდე,
რაში გარგებს ფუღურო?
ყველაფერს სჯობს, საწოლში
ჩაწვე და ჭერს უყურო.
ძილი ცხოვრობს თურმე ჭერში,
არც ხმა აქვს და არც ფერი,
ყველაფერზე უფრო უყვარს
ნანა - დედის ნამღერი.
- კიდევ? - კიდევ ზღაპარი,
-კიდევ? - რბილი ბალიში,
ჭერიდან რომც ჩამოვარდეს,
სულ არ არის საშიში.
ის ისეთი ფაფუკია,
ბრახ! - რომც მოგხვდეს თავში,
დიდი, დიდი, ერთი-ორჯერ
დაამთქნარო მაშინ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ზაფხულიმზე-მაესტრომ, ადრიან, დაიქნია ჯოხი. ცერზე ჩამოიარა ალვამ მწვანე ჩოხით. ტაშს უკრავენ ფოთლები, განა ქარის ბ...იყო და არა იყო რაიყო და არა იყო რა, - ასე დაიწყო ზღაპარი, ტყუილზე ბევრად ტყუილი, მართალზე უფრო მართალი. ზღაპარი ბებოს ბები...დედათუ გინდა, რომ არასოდეს არ დაბერდეს დედა, გაუღიმე, მიეფერე, როცა დაღლილს ხედავ. დედის გული შენზე ფიქრით, ლ...სად ხარ, გეძებ, შემოდგომავ?იქნებ ღრუბლებიდან მოდის წვიმასა და ქართან ერთად? იქნებ, სკოლაშიც კი გვიცდის, კლასში გვემალება, მერხთან? ი...ძილისგუდებიდავაგეთ ხირაულები, ფერითა მხიარულები. ზედ დავსხედით და ვიზღაპრეთ, თვალს მოგვივიდა რულები, მივკოტრიალდით ი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026