kids.ge logo

ძილისპირული

ფავორიტებში დამატება

როცა გინდა, დაძინო,
თუ კი კარი გადარაზე,
სანამ თვალებს დახუჭავდე,
არ შესკუპდე ქანდარაზე!
არც თავლაში შეხვიდე,
არც სოროში შეძვრე,
არც ბუნაგში მოკალათდე,
იქ ძილს ვერსად შეძლებ!
არც ბუდეში ჩაჯდე,
რაში გარგებს ფუღურო?
ყველაფერს სჯობს, საწოლში
ჩაწვე და ჭერს უყურო.
ძილი ცხოვრობს თურმე ჭერში,
არც ხმა აქვს და არც ფერი,
ყველაფერზე უფრო უყვარს
ნანა - დედის ნამღერი.
- კიდევ? - კიდევ ზღაპარი,
-კიდევ? - რბილი ბალიში,
ჭერიდან რომც ჩამოვარდეს,
სულ არ არის საშიში.
ის ისეთი ფაფუკია,
ბრახ! - რომც მოგხვდეს თავში,
დიდი, დიდი, ერთი-ორჯერ
დაამთქნარო მაშინ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

როგორ გაჩნდა შავი არაგვი?- ერბო? - ასიოდ ქილა. - კვერცხი? - ათასი ცალი. -ცეცხლი? - ტკაცანით დაფრთხა ტყეში ჭინკა და ალი. ერბოკვერცხ...დიდი ჭიაალხა-მალხა, ჩვენი ჯალღა აწოწილა მაღლა-მაღლა. - ვინ კრეფს? - დიდი ჭია, პირი დაუღია. - ჩამომიგდე, ჭიავ, თეთ...ნეტავ მართალი თუა?მელანოს დევუკელები უკვე სკოლაში შესულან! გუშინ რომ ფაფას ლოკავდა, ის დევიც შვიდის შესრულდა. - სკოლაში რას...კესოს ლექსიესო-მესო, გაჩნდა კესო! სხივად შეემატა დღესო, როცა სძინავს _ მთვარესა ჰგავს, როცა ღვიძავს _ დილის მზესო. ქ...ყველა შიშის ჯინაზესუნს შეიგრძნობს ცხვირი, გრძელიც, მოკლეც, მსხვილიც. ყურებს ესმით ხმა და ბგერა, ახლო - კარგად, შორი - ძნელა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026