kids.ge logo

ბებოს ლხინი

ფავორიტებში დამატება

- აბა, ჩემო სანოვაგევ ხვავისა,
ქეც სტუმრის და მასპინძლის ხალისად!
მადლი უფალს, რომ გვარგუნა ლუკმა,
მალე გავშლით ჩვენს ჯადოსნურ სუფრას!-
ამბობს ბებო და ამზადებს სადილს,
ყველასათვის მართავს ნამდვილ ნადიმს:
პური - ჩვენ,
ნამცეცი - ჩიტსო,
ჩვენს ფანჯარასთან რომ ზისო,
ხორცი - ჩვენ და
ძვალი -ძაღლსო,
ამ სახლს დარაჯად რომ ჰყავსო.
მჭადი -ჩვენ და
ქატო - ქათამს,
ყველი - ჩვენ და
შრატი - კატას,
ხილი - ჩვენ,
ნაფცქვენი - ღორსო,
რაც დაგვრჩება - მარჯვე ცოცხსო,
ჩენჩო - ბუხარს,
კურკა - მიწას,
ბებომ ლუკმა ყველას მისცა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მუხლუხოს მუხუდოერთი საწყალი კალია დახანხალებდა მშიერი. გზად ნათლიმამა მუხლუხო შემოხვდა, დინჯი იერით. შეატყო, რომ ჩვენს კ...თოვლივაშა! ვაშა! მოვამზადებთ თოვლის ვახშამს! თოვლის ფქვილი, თოვლის რძე გარეთ მუხლის თავზე დევს. თოვლის ყველი, ...ზაფხულიმზე-მაესტრომ, ადრიან, დაიქნია ჯოხი. ცერზე ჩამოიარა ალვამ მწვანე ჩოხით. ტაშს უკრავენ ფოთლები, განა ქარის ბ...იყო და არა იყო რაიყო და არა იყო რა, - ასე დაიწყო ზღაპარი, ტყუილზე ბევრად ტყუილი, მართალზე უფრო მართალი. ზღაპარი ბებოს ბები...რიხით სათქმელიერთ კაცად მეც ხომ გეზრდები, ჩემო ლამაზო მამულო?! გესმის? ჩემს ციცქნა ძარღვებში შენი სიცოცხლე ხმაურობს! ხმ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026