kids.ge logo

ბებოს ლხინი

ფავორიტებში დამატება

- აბა, ჩემო სანოვაგევ ხვავისა,
ქეც სტუმრის და მასპინძლის ხალისად!
მადლი უფალს, რომ გვარგუნა ლუკმა,
მალე გავშლით ჩვენს ჯადოსნურ სუფრას!-
ამბობს ბებო და ამზადებს სადილს,
ყველასათვის მართავს ნამდვილ ნადიმს:
პური - ჩვენ,
ნამცეცი - ჩიტსო,
ჩვენს ფანჯარასთან რომ ზისო,
ხორცი - ჩვენ და
ძვალი -ძაღლსო,
ამ სახლს დარაჯად რომ ჰყავსო.
მჭადი -ჩვენ და
ქატო - ქათამს,
ყველი - ჩვენ და
შრატი - კატას,
ხილი - ჩვენ,
ნაფცქვენი - ღორსო,
რაც დაგვრჩება - მარჯვე ცოცხსო,
ჩენჩო - ბუხარს,
კურკა - მიწას,
ბებომ ლუკმა ყველას მისცა.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საქართველოჩემს სამშობლოზე ლამაზი არ მეგულება მხარე! აქ ყველა სოფლის წყაროზე უკვდავების წყალს დალევ. მწვერვალი ზღვას...სუფრასთანსად გინახავთ, ციყვს და კურდღელს ფინჯნით ესვათ ჩაი ცხელი? ან ლამბაქზე, ქაფქაფა რძეს, აციებდნენ სულის ბერვი...ძილისგუდებიდავაგეთ ხირაულები, ფერითა მხიარულები. ზედ დავსხედით და ვიზღაპრეთ, თვალს მოგვივიდა რულები, მივკოტრიალდით ი..."წესრიგომიცინი"თუ არ იბან საპნით ხელებს, იწეპებ და იკრობ ბაქტერიებს, ვირუსებს და ათასობით მიკრობს. თუნდაც იყო ბრძენთაბრძ...ყველა შიშის ჯინაზესუნს შეიგრძნობს ცხვირი, გრძელიც, მოკლეც, მსხვილიც. ყურებს ესმით ხმა და ბგერა, ახლო - კარგად, შორი - ძნელა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026