kids.ge logo

ფისოს შურისძიება

ფავორიტებში დამატება

თაგუნიამ გადაწყვიტა
წველება გამართა,
ვინ და ვინ არ დაპატიჟა
მეზობელი კატის გარდა.

სტუმრებს რა და რა მიართვა
ჩამოთვლაც კი არის ძნელი:
თხილი, წაბლი, ჩირი, ტყლაპი,
გამხმარი თუ ჭყინტი ყველი.

გასაოცრად გემრილი
ხაჭაპური და ნამცხვარი,
- ვინ რას დალევთ? - იკითხა და
გამოღო ბარის კარი.

ზოგი ისე შეზარხოშდა,
სიფრთხილე სულ დავიწყდა,
კრიმანჭული შემოსძახეს
და ლხენის ხმა კატას მისწვდა.

ყური ცქვიტა ფისუნიამ,
დაიკნავლა გაბრაზებით:
- აჰა, თურმე თქვენ ქეფობთ?
გავიკვალო თქვენსკენ გზები.

სე ჩუმად მიპარა
თაგუნიას სახლის კარებს,
ვერ გაგეს, ვინც გამოვა,
უშრომველად იჭერს გარეთ.

თაგვი ხედავს, რომ სტუმრები
ღარ ჩანან, შეცოტავდნენ,
გაიფიქრა:"გაიპარნენ,
ხო, საკმაოდ მთვრალებს ჰგავდნენ.

ხმარისგან მტკივა თავი,
ოხ, მეც როგორ დავიღალე,
სუფთა ჰაერს მეც ჩავყლაპავ,
ვისეირნებ ცოტას გარეთ."

მოხურა თბილი შალი,
ღამეო გარეთ გრილი,
კარს გამოცდა და იმ წამსვე
იქვე ფისომ სტაცა პირი.

- მე რატომ არ დამპატიჟე,
არ ვიყავი ღირსი განა?
ჰო და შეგჭამ, რაღად მინდა
მეზობელი ამისთანა?"

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

* * *წიწილა გაბმით წივწივებს: „დედიკო, მომეშველეო“, თან ჭიას ნისკარტს არ უშვებს, დამემალება მერეო....ჭკვიანი ნანაბაღში ქორფა ბალახს თელავს პაწაწინა ნანა, აქეთ ბებო უჯავრდება, იქიდან კი მამა. -გამო აქეთ, ბალახს ტკივა, შ...ენძელებითუმც ჯერ ცივა, მიწას თოვლი კვლავ თეთრ საბნად აფარია, ეგ თამამი ენძელები თებერვალმა გადარია. ნაკადულიც ჩას...ბეღურები გვასწავლიან მზემ მოქარგა არემარე, თუმც ჰაერი ცივია, "ზამთარია, ვიყინებით", ბეღურები ჩივიან. მზე ჩიტუნებს მოეფერა, გაუ...თავნება დაიკომე მყავს ორი დაიკო, ერთი ჩემზე პატარა, თუმცა დიპლომატია, მის ჭკუაზე მატარა. კართან კოცნით მაცილებს, სკოლა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026