kids.ge logo

დარჩნენ ხახამშრალები

ფავორიტებში დამატება

ფისოს ჰყავდა სამი კნუტი:
ფუსო, ფოსო, ფასუნა
და სამივე იყო ცელქი,
ღუნღულა და გლასუნა.
ერთხელ თაგვი გასაწრთვნელად
მოუყვანათ დედიკომ,
სახლში არვინ ეგულვოდა,
სამუშაო დღე იყო.
-აბა, ვნახავ, რომელი
თქვენში უფრო მარდიო-
თხრა დედამ და ოთახში
მოისროლა თაგვიო.
დაფაცურდნენ ფისუნები,
ფასომ თათი ჩაკრაო,
ფოსო კუდში წატანა,
მაგრამ... თაგვი გაქრაო.
ფუსო ჩუმად, განაბული
ყურებდა ამ რბოლას
და ფიქრობდა, ხელსაყრელ დროს
მოგებდა ამ ბრძოლას.
მაგრამ... თაგვი აღარსად ჩანს,
ცამ თუ მიწამ ჩაყლაპა,
კუთხეს ხვრელი ქონებია,
რა გეგონათ, თქვენ, აბა?
გაცურა თაგუნიამ,
დარჩნენ ხახამშრალები,
კატამ - დოყლაპიბოო! -
უბრილა თვალები.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

გულმავიწყი ბებიაშუბლხატულა ბოჩოლა დაეკარგა ბებიას, მას ძებნაში გია და ლია ეხმარებიან. სამივენი ეძებენ, მოიარეს მთა - ბარი...თხოვნაციყვუნია, ჩამო ხიდან, გამომართვი თხილი, აი, ვაშლიც მოგიტანე, გაისველე პირი. მზესუმზირასაც მოგართმევ, თუგი...* * *ჩემი წკმუტუნა ბათურა, კუდთეთრა, ტანად მუქია, ჯერ პატარაა, სულელი, აფრთხობს თვით მთვარის შუქია....ონავრები ჩირი ჩუმად ჩამოიღეს ჩიორამ და ჩოდრიამ, ხარიხაზე ბევრია და შესამჩნევი როდია. ხოხვა-ხოხვით ხურმის ხემდე მია...მომავალი მწვრთნელებიდელფინების ანტრაქციონს აღტაცებით უმზერს მარი, ამ ჭკვიანი ცხოველების შოუ, საოცარი არი. როგორ მწყობრად დაცუ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026