kids.ge logo

ბებია ქათამი

ფავორიტებში დამატება

ერთი კოხტა ქათამი
ვაჭრობს სოფლის მარკეტში:
-ამიწონეთ ცხრა კილო
კა-კა-კა-კა-კანფეტი.

მოხალული კაკალი,
გოზინაყის ფილები,
საკნაწუნო, ხრაშუნა
კა-კა-კარტოფილები.

შო-კო-კო-კო-კოლადის
კა-კა-კა-კა-კარაქიც
ჩამილაგეთ ქილებით
კა-კა-კა-კა-კალათში.

ველოდები წიწილებს,
ახლა იჩეკებიან,
დავახვედრებ სასუსნავს,
ნაცვალოთ ბებია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026