პა−ტა−რა სამ−ყუ−რავ, თეთრ−მაქ−მა−ნი−ა−ნო,
ამ−ბა−ვი მი−თხა−რი მზი−სა,
ან ცა რომ ი−ძი−ნებს ვარსკვ−ლავ−თა აკ−ვან−ში,
მი−თხა−რი, რას ხე−დავს სიზმ−რად?
ან−და ცი−სარ−ტყე−ლა რად ა−რის შვიდ−ფე−რი,
ან წვი−მა რას მღე−რის ჩუ−მად,
ან−და მო−მი−ყე−ვი, თეთ−რი გვი−რი−ლე−ბი
რა−ტომ მკი−თხა−ო−ბენ მუ−დამ.
ვის−თან მიფ−რი−ნა−ვენ ბა−ბუ−აწ−ვე−რე−ბი,
პე−პე−ლა რად ა−რის ჭრე−ლი,
რა−ტომ აქვს დე−დი−კოს ყვე−ლა−ზე თბი−ლი და
ყვე−ლა−ზე სა−თუ−თი ხე−ლი?
ან მზე−სუმ−ზი−რე−ბი სულ მზეს რომ უმ−ზე−რენ,
თვა−ლე−ბი არ ეწ−ვით ნე−ტავ?
ვის−თან გა−ი−პა−რა პა−ტა−რა ბი−ლი−კი,
მთებ−თან თუ ხას−ხა−სა ტყეს−თან?
ამ−დე−ნი კი−თხვე−ბით ი−მი−ტომ გა−წუ−ხებ,
მეც მინ−და, გა−ვი−გო რა−ღაც,
მე−სა−მე ყუ−რი გაქვს, ა−ხა−ლი ამ−ბე−ბი
შენ ი−ცი ყვე−ლა−ზე კარ−გად.
ზოგადი ინფორმაცია
ავტორებისთვის
ბავშვის სახელები
საბავშვო ლექსები
საინტერესო