kids.ge logo

მეხანძრეები

ფავორიტებში დამატება

ბა, ჩართეთ სირენა,
მანქანები დასძარით! -
უღრან ტყეში მგლის ბუნაგს
გასჩენია ხანძარი.
ამბის შემსწრე მთელ ტყეში
მხოლოდ შავი შაშვია,
შენიშნავს, ასანთით
ლეკვებს უთამაშნიათ.
რეკავს ჩვენი კოდალა,
განა არის ენაბლუ?
_ მისამართი გვასწავლეთ,
ლო! ალო! - ღელავს ბუ.
კოდალამ თქვა: - ტყის ბედი
მეხანძრეთა ხელშია,
ცეცხლი ჩხიკვის ქუჩაზე
მეცხრე შესახვევშია.
შიშმა გადარა
დაბურ ტყის ბინადართ,
ბედად, დროზე მოვარდა
მეხანძრეთა ბრიგადა.
მიუშვირა წყლის ჭავლი
ცეცხლის ენებს მახარემ,
ნიკომაც და დაჩიმაც
წუთით არ დახანეს -
შეეშველენ მეგობარს,
არც რეზიმ თქვა ური,
ერთ საათში დასცალეს
მთელი რეზერვური.
_ ტყე თქვენ გადაგვირჩინეთ,
ღმერთიც აგაშენებთო,
ჩვენი დროის გმირებო -
მეხანძრე-მაშველებო!
_ ბრძანა ლომმა, მგლის ლეკვებს
მიაშვირა თან თათი:
_ აწი აღარასოდეს
თამაშოთ ასანთით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026