kids.ge logo

მარი ზღმარტლით

ფავორიტებში დამატება

გაღმა სერზე ზღმარტლი მწიფს,
ციცქნა მარი ბილიკს წვრილს
შეჰყვა, კალათს ბებო ოლღამ
მოყოლა ჭრელი ქოლგა,
რადგან დილიდანვე წვიმს,
დილიდანვე ქარი ოხრავს.
ცას გაჰყურებს ბებო უნდოდ,
შეეყრება მარის სურდო.
ფიჩხი მოტანა, მალე,
ბუხარს ლოკავს ალი ცეცხლის,
თან გზას არ აცილებს თვალებს -
შემოდგომის უხვი ვერცხლი
შეჰფენია არემარეს,
როგორც კორტოხს თხების არვე.
ჰა, გამოსცდა სამ დიდ წიფელს,
მოაქვს გოგოს ხილი მწიფე,
წვიმის მოწიწინე ნოტებს
სულ არ უფრთხის, მობოტებს.
მიფიცხა მარი ბუხარს:
-ოლღა ბებო, რაღას სწუხხარ!
ჰა, კალათა, ციცის ვინძლო
დაძახო, ვუმასპინძლოთ.
გადახსენი ზღაპრის გუდა,
უყვარს ზღმარტლი წითელქუდას.
იმ პერანგზე დიდრონ კოპლებს
ამჩნევ? მოიჩქარის კომბლე;
ბრიყვ დევთან ერთად ბაქია,
გვეწვევა ნაცარქექია.
ცისკარაც კი მოდგა რაშით,
სტუმრებს შევეგებოთ მარშით!
ვაგუგუნოთ ეგ ბუხარი,
შენ კი, ციცი, ციცინო,
ჩემს თოჯინებს უთხარი
ჩემოდ დაძინონ.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თეოს დარდი-თეო, რამ დაგაღონა, თვალებს რად აფახულებ? -რამ და, დილით, გოგოლა, სკოლა მოვინახულე; თითქოს ვეღარც ვიცანი ...კოწია მამალიოცი დედლის ამალით, ბაღდათური მამალი მობრძანდება კოპწია, განი, განი კოწიას! დეზიანი ბატონი, სხვა მამლების ...მათე მიდის სკოლაშიმამალმა თქვა: - გათენდა, გააღვიძეთ მათე და ჩაულაგეთ ჩანთაო, ზარმაცი არ ჩანდაო! -ფანქრები და კალამიც,- მათ...მაისითითქოს არა იყო რა... თითქოს არი, არც არი.. ქალაქს, ისეც სავარდოს, ვარდის დაგავს ხანძარი. ყველაფერი ბრიალე...ფიფქის სიმღერაციდან მოვალ, ცისმარი, აგიცხადეთ სიზმარი. სანამ ვქარგავ ამ ხედებს, კარში გამოიხედეთ!.. მე ვარ ზამთრის ბალა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026