kids.ge logo

ფიფქის სიმღერა

ფავორიტებში დამატება

ციდან მოვალ, ცისმარი,
გიცხადეთ სიზმარი.
სანამ ვქარგავ ამ ხედებს,
კარში გამოხედეთ!..
მე ვარ ზამთრის ბალადა,
დაგიმშვენებთ კალანდას.
მთელი ეს რიტული,
ჩემი რეპერტური -
უფრო დიდხანს გაძლებსო,
დაწერეთ ნაძვებსო.
რაღას უცდით, თუნდაცო,
შემკრათ თოვლის გუნდადო?
გაინძერით სწრაფადო,
დამდგით თოვლის პაპადო.
ერთს გთხოვთ, ჩემო ცელქებო,
თავს კარგად ვგრძნობ გარეთო,
სახლში ნუ შემიყოლებთ,
ავტირდები მწარედო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026