kids.ge logo

ბელები და თაფლი

ფავორიტებში დამატება

წყაროს პირას მზიან ტყეში,
ვნახე უცხო სახილველი:
ხელადები ეპყრათ ხელში, -
თაფლს იყოფდა სამი ბელი.

დიდი კასრი მოგორეს,
ქარვისფერი თაფლით სავსე,
ხან ქოთნებში გადაწონეს,
ხან ქილებში გადაასხეს.

მაგრამ ბოლოს ყოველ მათგანს
ცოტავა თავის წილი,
არ უსმინეს დედის ნათქვამს
და დასწამეს ერთურთს ცილი.

მან იმას წაჰკრა ხელი,
მან კიდევ ამის ქოთანს,
რიეს ყველაფერი,
ყველა ჩხუბობს, ყველა შფოთავს.

დაგორდათ კასრი ხევში,
ძლივს ახელდნენ მტვერში თვალებს,
ქოთნებსა და ხელადებში
საღამომდე იგორავეს.

დაეღვარათ თაფლი სულ მთლად,
მოიწმინდეს მერე ოფლი,
არც ქურქები შერჩათ სუფთა,
ღარც - თაფლი გასაყოფი...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ტყის ნობათიაბლი-ბაბლი, აბლი-ბაბლი, გინდა მაღლით, გინდა დაბლით ტყეში ბევრი ნაყოფია - მოცვი, მოცხარი და წაბლი. მინდა გ...დათვების მარანშირთველი აქვთ დათვებს ტყის პირას, დაკრიფეს მაყვლის თალარი, დარეცხეს დიდი ქვევრები, დაასუფთავეს მარანი. ზოგი...ციყვის სიზმარიფუღუროში მობინადრე, ჭკვიანი და თანაც ბრიყვი მეზობლებთან დამჯდარა და ასეთ ამბავს ყვება ციყვი: - გაღმა ტყეშ...წვიმა უღრან ტყეშიმოდის თქეში უღრან ტყეში, მთები ქუხილისგან თრთიან, გადუკარებლადა წვიმს რამდენიმე საათია... ჩადგა წყალი ფუღ...ვითომ-ვითომ-ვითომრომ იცოდეთ, ჩვენი ნიკო უკვე ზღაპრებს აღარ ითხოვს, უცხო ამბებს ყვება თვითონ, ჩვენც გვართობს და თავსაც ირთო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026