kids.ge logo

გელა და ღრუტუნა

ფავორიტებში დამატება
გელამ ამ ღორს, მოფერებით
რომ უწოდა ღრუტუნა,
არ დააკლო საყვედური,
ნერვებმა, რომ უმტყუნა.

გელა:
სისუფთავე, რომ არ გიყვარს,
მე. ეგ უკვე ადრეც ვთქვი,
ლოგინი ხომ არ გეგონა,
ტალახში, რომ ჩაწექი?

ღრუტუნა:
სხვებიც არის ჩემისთანა
და მე მარტო რას მერჩი,
ვერა ხედავ, ცოტა იქით,
ტყლაპოში წევს კამეჩი?!

გელა:
ლაპარაკი სხვა ცხოველზე
ნუ გადაგაქვს მაცდურად,
კამეჩს ტყლაპო უყვარს, მაგრამ
მდინარეშიც დაცურავს.

ღრუტუნა:
მოთხუპნული სირული
მეც არ მომწონს ძალიან,
მაგრამ წყალში ვეღარ შევალ,
ცურვა არ მისწავლია.

გელა:
შინარი ცხოველები
ბალახს ძოვენ ფრთხილადა,
შენ, რომ ველი გადათხარე
დაგიჯდება ძვირადა.

ღრუტუნა:
მდელოს როდი ვემტერები,
ეგ სიცრუე ვინ გითხრა?
მე ბალახის ძირი მიყვარს
და მოვჩიჩქნე დინგითა.

ველი კი არ გადავთხარე,
ალაგ-ალაგ გავჩხაპნე...
საყვედურებს გირჩევნი
გამიკეთო საშხაპე.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026