kids.ge logo

მადლიერი შველი

ფავორიტებში დამატება

რომ ჩამომდგარა ზამთარი,
შველი უნახავს დამფრთხალი
ჭიშკართან კეთილ ბაბუას,
სოფლად დარჩენილს მარტოკა,
შეუშვა თურმე საბძელში,
თითქმის მთელი თვე ამყოფა, -
აჭმევდა თივას, უვლიდა,
ხარობდა ნაზი სტუმრითა.
გამოზაფხულზე, ბუნების
რომ გაჩენილან ფერები,
შველს ბაბუასთვის ალერსით
ლოკია ხელები,
წასულა, ტყეს შერევია,
გადურბენია სერები...

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მაჩვები, შაშვები და ბავშვებიტყის პირას ყანა შრიალებს, სიმინდებია ნარჩევი, გადაპარულან ყანაში გაუმაძღარი მაჩვები. ჩამოსძახიან პანტიდან...დათვების მარანშირთველი აქვთ დათვებს ტყის პირას, დაკრიფეს მაყვლის თალარი, დარეცხეს დიდი ქვევრები, დაასუფთავეს მარანი. ზოგი...ტყის ნობათიაბლი-ბაბლი, აბლი-ბაბლი, გინდა მაღლით, გინდა დაბლით ტყეში ბევრი ნაყოფია - მოცვი, მოცხარი და წაბლი. მინდა გ...ბელები და თაფლიწყაროს პირას მზიან ტყეში, ვნახე უცხო სახილველი: ხელადები ეპყრათ ხელში, - თაფლს იყოფდა სამი ბელი. დიდი კას...ჩვენი ტყის ბიბლიოთეკაიმას, ვისაც უყვარს წიგნი, ქვეყანაზე რა მოაწყენს? _ სამოთხე აქვს თავის წილი, აღმაფრენით ცამდე აღწევს. დაიზ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026