kids.ge logo

ბუკნაჭო

ფავორიტებში დამატება
ბუმბულო და უკლანჭო,
ტირის და ტირის ბუკნაჭო.

თუმც დროდადრო ისვენებს
და იწყებს ტირილს თავიდან.
მთლად გაბერა ისედაც
გოგრის ოდენა თავი და

ცრემლების ფრქვევით აჰყურებს
მთვარეს ღრუბლებში განაბულს.
დედა ბუ სახეს იხოკავს,
თავს ტოტებს ახლის მამა ბუ:

თუ ვინმემ გული გატკინა,
ჩქარა მითხარი ვინ იყო.
რა გჭირს, რა ბზიკმა გიკბინა,
რა მოგივიდა შვილიკო?

ბუმბულო და უკლანჭო,
სლუკუნით ამბობს ბუკნაჭო:

-ის საზიზღარი ღამურა
ვერ მოვიშორე ვერაფრით.
როცა მარტო ვარ, მოდის და
თავგასიბულს მეძახის.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თუთიყუშიგამიგიჟდა თუთიყუში, ცუდი სიტყვა მითხრა ყურში. გავბრაზდი და იმავ წამში გამოვკეტე გალიაში. დავუყვირე _ მითხ...დედასგილოცავ, დედი! გილოცავ! ვეღარ გაშორებ თვალს, შენზე კარგი და ლამაზი ქვეყნად არავინ მყავს! ვარჩევ ათასგვარ ...შე კუდმაკრატელა, შენა!..ბევრჯერ გადმოლახე ზღვები, ან კი როგორ შეძელ ფრენა, ე მაგ პაწაწინა ფრთებით, შე კუდმაკრატელა, შენა?! კვირტი...საშობაოოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსა. შენ გელოდა ეს ქვეყანა, შენ მაღალს და შენ ერთსა!.. თოვლი მოდის ...ფეხბურთიფეხბურთი აქვთ თაგუნებს, გააგორეს კაკალი: _ წრუწუნ, პასი მომეცი! _ მიდი, ბიჭო, დაჰკარი! მოედანი ფეხბურთის ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026