kids.ge logo

მომღერალი ჩხიკვი

ფავორიტებში დამატება

ცხრათვალა მზე ტყის ნაპირას
შემოდგომის მდელოს ხედავს,
ბაჭიბი ჩირგვთან წვანან,
ჩიტუნები ხეზე სხედან,
მთის ნივი ყვითელ ფოთლებს
ათრთოლებს და ათამაშებს,
- მოდი, ერთად ვიმღეროთო, -
უბნება ჩხიკვი შაშვებს.
- კი ბატონო, - უთხრა შაშვმა,
შეეცვალა თუმცა ნირი,
სალამური მომარჯვა,
მოამზადა გუდა-სტვირი.
ხოლო ჩხიკვმა დასაკრავად
დაჭირა წვრილი ჩხირი,
სულ ჩხავილით გააყრუ
მოშრილე ტყის ნაპირი.
- გაჩუმდიო, - ჰკადრა შაშვმა,
ოდნავ გაჰკრა მხარზე მხარი, -
ჩხირზე დაკვრა გაგონილა?
კი არ მღერი, მხოლოდ ჩხავი!
ეგრე ჩვენთან ვერ იმღერებ,
სხვა ვინმე გყავს სანახავი,
სად შენა და სად გალობა?
დაგვანებე, ძმაო, თავი...
- რა ვნახეთო! - ჩიტუნებმა
ეს ამბავი ყველას ამცნეს,
მომღერალ ჩხიკვს დასცინიან:
- ნახეთ, ნახეთ, როგორ გვარცხვენს!..
ჩურჩულებენ ხის ფოთლებიც
და სიცილით ძირს ცვიციან,
ცინიან ბაჭიბიც,
მზის სხივებიც იცინიან.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ტყის ნობათიაბლი-ბაბლი, აბლი-ბაბლი, გინდა მაღლით, გინდა დაბლით ტყეში ბევრი ნაყოფია - მოცვი, მოცხარი და წაბლი. მინდა გ...მაჩვები, შაშვები და ბავშვებიტყის პირას ყანა შრიალებს, სიმინდებია ნარჩევი, გადაპარულან ყანაში გაუმაძღარი მაჩვები. ჩამოსძახიან პანტიდან...მადლიერი შველირომ ჩამომდგარა ზამთარი, შველი უნახავს დამფრთხალი ჭიშკართან კეთილ ბაბუას, სოფლად დარჩენილს მარტოკა, შეუშვა...ციყვის სიზმარიფუღუროში მობინადრე, ჭკვიანი და თანაც ბრიყვი მეზობლებთან დამჯდარა და ასეთ ამბავს ყვება ციყვი: - გაღმა ტყეშ...დათვების მარანშირთველი აქვთ დათვებს ტყის პირას, დაკრიფეს მაყვლის თალარი, დარეცხეს დიდი ქვევრები, დაასუფთავეს მარანი. ზოგი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026