kids.ge logo

შემოდგომა

ფავორიტებში დამატება

გადაჰყვა ფერები ოქტომბერს,
მიქრიან ქედებზე დღები,
აფრქვევენ ქარვას და ოქროსფერს
ნივის ჩურჩულში ტყები.
საბძელთან დავცალეთ ძარები,
მარანში ღვინდება მაჭარი,
სუყველგან ავიღეთ ყანები:
სად - ქერი, სად - ფეტვი და ჭვავი.
ვაგროვეთ წაბლი და წიფელი,
კაკალი მოვიდა იმდენი,
ქით რომ ზიდავდნენ ციყვები,
ქეთ ჩვენ ავავსეთ გიდლები.
ტყისპირას მწიფდება კუნელი,
ფერდობზე - შქერი და ასკილი.
გაისმა მწყემსების ძახილი -
მთებიდან ბრუნდება ნახირი.
ბეღელში ბლომად გვაქვს სიმინდი,
ხორბალი - ასამდე ბათმანი...
დათოვოს ტყები და მთანი,
ვეღარას დაგვაკლებს ზამთარი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვითომ-ვითომ-ვითომრომ იცოდეთ, ჩვენი ნიკო უკვე ზღაპრებს აღარ ითხოვს, უცხო ამბებს ყვება თვითონ, ჩვენც გვართობს და თავსაც ირთო...სხივი და კესანეწვიმიან ღრუბელს ვეფარე მძიმეს და წვიმისფერსავე, ავდექი, გამოვეპარე, შენთან მოვედი, კესანე. მე მზის სხივი ...ბელები და თაფლიწყაროს პირას მზიან ტყეში, ვნახე უცხო სახილველი: ხელადები ეპყრათ ხელში, - თაფლს იყოფდა სამი ბელი. დიდი კას...ციყვის სიზმარიფუღუროში მობინადრე, ჭკვიანი და თანაც ბრიყვი მეზობლებთან დამჯდარა და ასეთ ამბავს ყვება ციყვი: - გაღმა ტყეშ...მადლიერი შველირომ ჩამომდგარა ზამთარი, შველი უნახავს დამფრთხალი ჭიშკართან კეთილ ბაბუას, სოფლად დარჩენილს მარტოკა, შეუშვა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026