kids.ge logo

მზის დედოფალა

ფავორიტებში დამატება

თუმც პატარა ვარ, მზეს ვგავარ,
ოქროს გული მაქვს ღიო,
ჩემი დობილნიც მიყვარან,
ვარდი, ყაყაჩო, იო.
ცისა და მიწის შვილი ვარ,
მიმღერენ, მიცინინო,
მზის ოქროსფერი სხივები
გვირგვინში ჩამიწნიო.
ჩემი მნახველნი გულგრილად
გვერდს ვერა გამივლინო,
ვარდი არა ვარ, მაგრამ მე
მზის დედოფალა მქვინო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პატარა მკერავიგუშინ კაბა დაეხა ჩემს საყვარელ თოჯინას, საღამოს კი გაფუჭდა ჩემი ძველი ჭოჭინა, დედას რომ არ გაეგო ეს ახალი...დედიკოსმითხარი რით გაგახარო, ჩემო დედიკო, ტკბილო, მინდა, რომ მუდამ თან მდევდეს, შენი თვალების სითბო, არასდროს რო...ზოოპარკშიზოოპარკში ვიყავით მე და ჩემი დაიკო, კიდევ უნდა წავიდეთ, ისე კარგი რამ იყო. მაიმუნებს ვაჭმევდით ჩვენი ხელი...მთელი წელი ველოდებიმთელი წელი ველოდები თეთრწვერება თოვლის პაპას, მოვა, გახსნის თავის ხურჯინს, გაგვახარებს დიდს, პატარას. საჩ...მყინვარწვერი„დე იყოს სხვისი მთები უფრო მაღალი, დე იყოს სხვისი ზეცა ჩემსაზე ლურჯი, აქ სიჩუმეში მყინვარწვერის ისმის ღაღ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026