kids.ge logo

ფოთლები

ფავორიტებში დამატება

ქარმა მოსტაცა ჭადარს ფოთოლი,-
ოქროს ფოთოლი, ოქროს ფოთოლი,
ქარში ნეკერჩხლის ელავს ფოთოლი,-
ლალის ფოთოლი, ლალის ფოთოლი;

ლავს ბადახში, შრილებს ფარჩა,
ხის ტოტზე ერთი ფოთოლი დარჩა,
თურმე ფოთლებსაც ჰქონიათ ენა,-
ამბობენ: -ქართან გვინდაო ფრენა!

ხიდან ისკუპეს ბოლო ფოთლებმაც,-
ოქროს ფოთლებმაც, ლალის ფოთლებმაც...
ალბათ იმათაც უნდათ მოლხენა,-
შემოდგომაა-ფოთოლთა ცვენა.

ოქროს ფოთლებმა ლხინი გამართეს,
ლალის ფოთლებმა ცეკვით გაგვართეს,
ჩამორეს შრიალ-შრიალით,
განავარდეს ტრიალ-ტრიალით.
როცა ზღაპრული დამთავრდა ცეკვა,
ცად იდუმალი გაისმა რეკვა,-
ბზრიალ-ბზრიალით, ტრიალ-ტრიალით
გაფრინდნენ სადღაც შრიალ-შრიალით.

შემოდგომაა ბრძნული არაკით,
ზღაპრული ხვავით, დიდი ბარაქით
და, რა თქმა უნდა, ოქროს ფოთლებით!
და, რა თქმა უნდა, ლალის ფოთლებით!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საახალწლო-თოვლის ბაბუა, სანტა კლაუსი, მწვანე ნაძვისხე, კოხტად მორთული ... გვიღიმიან და გვეუბნებიან: -ახალი წელიაო ...ანა ანბანს სწავლობსარა გახარებთ განაო?- ანბანს სწავლობს ანაო. სხაპასხუპით რაკრაკებს „იას“, „აი იასო,“ წიგნს კითხულობს გოგონა...ორი ხელი-ორი მაჯაამ ლამაზი ქვეყნის ცქერა ორმა თვალმა ინებაო, ორმა ყურმა გაიგონა მისი ქება-დიდებაო. ორი ხელი-ორი მაჯა მამულ...ბაბუს ჯოხიფეხი ძლიერ სტკივაო,- დარდობს გოგო ღაბუა, -ჯოხს ეყრდნობა, ძლივს დადის ჩემი კარგი ბაბუა! მოხუცისკენ გაიქცა ...პატარა მხატვარინიკამ დახატა მზე,- დიდი, ჩახჩახა მზე, მერე დახატა დედა,- თავისი კარგი დედა. მზე წააგავდა დედას, დედა კი ჰ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026