kids.ge logo

შემოდგომის სურათები

ფავორიტებში დამატება
*
თეთრი გოგრა ნიკას უყვარს,
ჩურჩხელები - თამუნას,
ბებოს ჯერ არ ამოევლო,
უკვე შეახრამუნა.

ზამთისათვის მოგროვილი
ვაშლი, კომში, კაკალი,
ი, ასე დაწყებულა
შემოდგომის ზღაპარი.

*
საწნახელში ნიკა დგას,
ფეხის წურავს რქაწითელს,
ანდრო ტკბილი ბადაგის
ქვევრში ჩასხმას დაიწყებს.

ბებო ავლებს ჩურჩხელებს,
ზემია ნამდვილი...
ი, ასე დავხატე
შემოდგომა ამ დილით.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

საახალწლო სათხოვარითამუნია დილიდან რთავს ხასხასა ნაძვის ხეს, რიგრიგობით ათავსებს ტოტზე ბურთებს, ლალისფერს. ვერცხლისფერი რგოლ...ექიმი უნდა გავხდეო...ჯუნა დაარქვა თოჯინას, მთელი დღე მასაჟს უკეთებს, ექიმი უნდა გავხდეო, ბებოს რას ეტყვის უკეთესს. ჯერ დააძინა...დათა ორი წლისაა...დათა გახდა ორი წლის, სულ ახლები ჩააცვეს, ჯერ თმა შეჭრეს, მერე კი მთლად ზღარბივით დავარცხნეს. ყველა ფოტოს ...მტრედიბაბუმ მტრედი მოიყვანა თეთრი, წითელფეხება, მერე მისთვის სარდაფში გალიაც კი ეძება. თათიამ და სალომემ უმალ ხ...დედის თვემარტი კაბას იკერავსო, ბებომ გუშინ მასწავლა, ცისარტყელა შვიდფერაა, მზე კი თურმე - ცხრათვალა. მარტს დედის თ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026