kids.ge logo

კირკიტელა კაკალი

ფავორიტებში დამატება
მსურს მოგითხროთ ამბავი
არცთუ ისე ახალი,
გზაზე ვნახეთ კაკალი,
კირკიტელა კაკალი.
მწვანე ჩენჩო ტანიდან
ახლად ჰქონდა ამძვრალი,
მზეზე იყო დამწვარი
კირკიტელა კაკალი.
ვერას გავხდით კბილებით,
ყო მეტად მაგარი,
ქუსლიც ვურტყით, არ გატყდა
კირკიტელა კაკალი.
ქვით გვინდოდა დამსხვრევა,
გაგვისხლტა და გაგვექცა.
ჭიანჭველის ციხე-კოშკს
ეძგერა და დალეწა.
სახლში როცა მივედით,
იქ ფილთაქვა დავკარით,
გადაგვიტყდა ფილთაქვა,
მთელი დარჩა კაკალი.
რო ვთხოვეთ მჭედელსა,
რკინის ურო ვება.
ვთქვით: - კაკალო, კაკალო,
მას უნდა შება! -
ავწიეთ და დავარტყით,
დავულეწეთ ცხრა კარი,
ერთინად დაიმსხვრა
კირკიტელა კაკალი.
ეს მითხარით, ამბავი
თუ გსმენიათ ამგვარი?
მთლად ფუტურო გამოდგა
კირკიტელა კაკალი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სამი კნუტისახლში სამი კნუტია: ცეტა, ზანტა, ბუტია. ცეტა დახტის ალთა-ბალთას, უკან დასდევს ბატს და ქათამს, თვალებს ისე...მიგიხვდიმიგიხვდი, ჩემო ბაჭიავ, რისთვის წაგიხდა გუნება; გსურს ჩემს ხალათზე ნაქარგი სტაფილოს ჩაკნატუნება....ვისწავლოთ ანგარიშიერთი, ორი, სამი, ოთხი, ხუთი, უკვე ვიცი დათვლა, თუკი ასე ვისწავლი, მე სკოლაში წავალ. ერთი ცხენი ბალახს ძოვ...როგორ ასწავლა ჭიანჭველამ სამამდე თვლა ჭიანჭველაჭამიასშესთხოვს წრიპა ჭიანჭველა ჭიანჭველაჭამიას: - მუხლმოყრილი გევედრები ჯერ ნუ შემჭამ, ძამიავ! სხვა დროს ალბათ ...ზღარბიზღარბო, ზღარბო ქაცვია, ეს რა ქურქი გაცვია! დამაკაწრეს ხელები მაგ ჩხუტუნა ნემსებმა, ნეტავ შენი დედიკო როგო...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026