kids.ge logo

კაკლის ბერტყვა

ფავორიტებში დამატება

ხიდან კაკლის წვიმა მოდის,
განა წვიმა,-
კაკლის სეტყვა!
არც წვიმაა და არც სეტყვა,
მას ჰქვია კაკლის ბერტყვა!
ჭახაჭუხით,
ჩახაჩუხით,
ბზრილით და
ტრილით
ხემ ტოტები შებერტყა....
თქვენ გეგონათ შრილით?
დაჭექა,
დაქუხა,
დაგვიძახა ამაყად:
მოდენა მოსავალი
გსმენითო არაკად?
ბებო ამბობს:
-ამას ჰქვი
შემოდგომის ბარაქა!
ხის ქვეშ მიწა მოფინა
კროლა-კროლა კაკლებით,
ახლა ბავშვების ჯერია,
რით ვარ სხვებზე ნაკლები?
თქვენ კაკლების შეგროვება
ნუ გგონიათ გართობა...
საყვარელი შემოდგომავ,
მა-დლო-ბა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ფუტკარი ყვავილს ესაუბრება...მე პატარა ფუტკარი ვარ, შენ-პატარა ყვავილი, მაგრამ ჩვენი მეგობრობა დიდია და ნამდვილი. მე მთელი დღე დავზუზუ...დაფრინავენ ჩიტუნებიროცა ვუყურებ ველ-მინდვრებს და აყვავებულ ტყისპირებს, მდელოს-ლამაზად მოხატულს, ხავერდივით რომ ბიბინებს, გულ...კატა და თაგუნია-ვინ ბრძანდება კატა-მატა?- იქადნება თაგუნია. კატა როცა გამოჩნდება, მაშინ სულგანაბულია. კატა სოროს ჩაუვლის...მზე და მზესუმზირამზესუმზურა მზეს შეჰყურებს, მზეც უღიმის მზესუმზირას, გაიფურჩქნა მზისგულზე და მზესუმზირამ მზეს უმზირა. ოქრო...ჩამობარდნა თეთრად ტყეშიმთელი ღამე უთოვია! ჩამობარდნა თეთრად ტყეში, მაგრამ განა ყველა ხარობს, რუხი მგელი დარდით ხვნეშის: -მთელი ღ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026