kids.ge logo

კაკლის ბერტყვა

ფავორიტებში დამატება

ხიდან კაკლის წვიმა მოდის,
განა წვიმა,-
კაკლის სეტყვა!
არც წვიმაა და არც სეტყვა,
მას ჰქვია კაკლის ბერტყვა!
ჭახაჭუხით,
ჩახაჩუხით,
ბზრილით და
ტრილით
ხემ ტოტები შებერტყა....
თქვენ გეგონათ შრილით?
დაჭექა,
დაქუხა,
დაგვიძახა ამაყად:
მოდენა მოსავალი
გსმენითო არაკად?
ბებო ამბობს:
-ამას ჰქვი
შემოდგომის ბარაქა!
ხის ქვეშ მიწა მოფინა
კროლა-კროლა კაკლებით,
ახლა ბავშვების ჯერია,
რით ვარ სხვებზე ნაკლები?
თქვენ კაკლების შეგროვება
ნუ გგონიათ გართობა...
საყვარელი შემოდგომავ,
მა-დლო-ბა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ციყვუნიას ზამთარი„თოვს, თოვს, ხოშკაკლავს“, ზამთარი ტყეს თვალს დაჰკრავს, თოვლს ჩამოჰყრის, ჩამოპენტავს, რა იქნება ახლა ნეტავ...შემოდგომის მიწურული და ზამთრის პირიმოტეხა სიმინდი. დაწურა ყურძენი. -ვის უნდა ჩურჩხელა?-თუხთუხებს თათარა. დაკრიფა ხილი და დაბერტყა კაკალი. ნო...ზღაპარელა-ზღაპარო!-ახლა ვის ამბავს ჰყვები, ზღაპარელა-ზღაპარო? გვიხმე, შემოგვატარე ჯადოსნური სამყარო. -მე ფიფქიას წიგნი ვარ!...ჟირაფირა ლამაზი ცხოველია!- გაიძახის ჩვენი ანა, -კისერი რამ დაუგრძელა? რამ გაზარდა ამისთანა? როგორია გრძელკისერა...ლაშა კითხულობს გაზეთსლაშამ ახალი გაზეთი მიურბენინა დედას: -ოღონდ ეს წამიკითხე და არ შეგაწუხებ მეტად. ჩემო დედიკო, გაზეთში რა წ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026