kids.ge logo

ვაჟკაცსა უნდა უყვარდეს

ფავორიტებში დამატება
ვაჟკაცსა უნდა უყვარდეს
სამშობლო, თავის ერია,
არ შედრკეს, თუნდაც ბუზივით
ეხვიოს თავზე მტერია!

არ გადიწყვიტოს იმედი,
არ შეიცვალოს ფერია,
თორემ დაგმობს და დასწყევლის
მოძმე და მთელი ერია!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

იავნანაიავ, ნანა, ვარდო, ნანა, იავნანინაო, დაიძინე, გენაცვალე, იავნანინაო, ჯერ არ გათენებულაო, იავნანინაო, ვარსკ...არ გათეთრდება ყორანიარ გათეთრდება ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა. მტერნი არ შეგვიბრალებენ ტირილითა და ვიშითა....შევხედე, სვემდა ღვინოსაშევხედე, სვემდა ღვინოსა ყმა, სულთა ჩემთა ზიარი, ვარდნი ეკიდნეს შუბლზედა, საფეთქელზედა - იანი. ვარდნი ვსთხ...ჟუჟუნა წვიმა მოვიდაჟუჟუნა წვიმა მოვიდა, დიდი მინდორი დანამა, ყვავილმა მუხლი იყარა, ფერი იცვალა ყანამა, მალე პურებიც შემოვა, ...ტურფა ბაღი და წალკოტიტურფა ბაღი და წალკოტი ეკლითა ვინმემ შესარა! რკინისა კარი შეაბა კლიტე მე მომცა, შენ არა! სიკვდილსა შენსა ს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026