kids.ge logo

იავნანა

ფავორიტებში დამატება
ავ, ნანა, ვარდო, ნანა,
ავნანინაო,
დაძინე, გენაცვალე,
ავნანინაო,
ჯერ არ გათენებულაო,
ავნანინაო,
ვარსკვლავები ამოსულა,
ავნანინაო,
მთვარე შეშინებულაო,
ავნანინაო,
მანანობი მოდიან,
ავნანინაო,
ძილი მოაქვთ გუდითაო,
ავნანინაო,
მას ჩემს ყმაწვილს მივუტან,
ავნანინაო,
თვალებს გავუვსებ ძილითა,
ავნანინაო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

სიმღერა მამულზეჰაი, დილილმე, დილილმე, მთა-ბარი შემოვირბინე, მთაში წყარონი მღერიან, ბარში მინდორი ბიბინებს. წყაროსაც დავე...წუთისოფელი რა არი?წუთისოფელი რა არი? აგორებული ქვა არი. რა წამს კი დავიბადებით, იქვე საფლავი მზა არი. საცა სოფელში მიხვიდე,...ჟუჟუნა წვიმა მოვიდაჟუჟუნა წვიმა მოვიდა, დიდი მინდორი დანამა, ყვავილმა მუხლი იყარა, ფერი იცვალა ყანამა, მალე პურებიც შემოვა, ...მინდორთა მამშვენებელომინდორთა მამშვენებელო, ვარდო, გაშლილო ველადა, სად მოიცალა ი ღმერთმა, შენი თვალ-წარბის წერადა? ვინ მისცა ს...თამრიკო კარი გამიღეთამრიკო კარი გამიღე, ხელში მიჭირავს ქადაო, გემრიელია ძალიან, ბებიკომ მოგიმზადაო....
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026