kids.ge logo

შემოდგომის მიწურული და ზამთრის პირი

ფავორიტებში დამატება

მოტეხა სიმინდი. დაწურა ყურძენი.
-ვის უნდა ჩურჩხელა?-თუხთუხებს თათარა.
დაკრიფა ხილი და დაბერტყა კაკალი.
ნობათი მიართვა დიდსა თუ პატარას.

სიმინდი ნალიას არგუნა უკვლებლივ,
მარანი დაწურულ მზის მტევანს პატრონობს,
მაჭარი მხირულ კრიმანჭულს გასძახის:
-რა ღვინოც დავდგები, იგემე, ბატონო!

ხეს კენწეროზეც კი არ შერჩა ფოთოლი,
ტანშიშველ გოლიათს წაუხდა გუნება,
მაშვრალ შემოდგომას-ჯაფისგან დაქანცულს,
ცილებს რატომღაც შემკრთალი ბუნება.

მთის თხემზე ზამთარმა კარავი გამართა,
ჭირხლიან მინდვრებზე ქარიღა სეირნობს,
შემწყდარა ხილის და თხილ-კაკლის ფერხული...
რა დარჩა სამღერი და თვალსასერო?

ველ-მინდვრებს გაშორდა ზღაპრული ფერია,
თან გაჰყვა ოქრო და ქარვათა ფერები,
მთის წვერზე ზამთარი თეთრ ბოხოხს ისწორებს:
-მე თოვლით ჩამოვალ და მოგეფერებით!

ტყე ჯავრით ბუზღუნებს, კვნესიან ველები:
-ეჰ, ზამთრის ალერსი! სუსხი სურს გვაწვნიოს!
მაგრამ ეგ ვინ იცის... დაგვბურავს თოვლით და
იქნება, არც იქნეს ზამთარი მკაცრიო...

სადღაა ზღაპრული ფერების ლივლივი,-
ქარვა თუ ბაჯაღლო...მზიანი დარები...
მთის კალთებს ათეთრებს ჭარმაგი ზამთარი,
ყინვისაბჯრინი მოჰყვება ჯარები.

ქარს ზამთრისპირული გააქვს და გამოაქვს,
სევდით ირწევიან შიშველი ხები,
მთის გაღმა დეკემბრის თეთრონი ჭიხვინებს,
მოდიან ზამთარი და ვერცხლის თვები!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პატარა ქირურგი-ჩუ, სიჩუმე! ყველას თეთრი ხალათი თუ გაცვიათ? ლაშა ექიმი აკეთებს მძიმე ოპერაციას... -ვის უკეთებს? -ჩვენი თ...ზაფხულის მზიანი დილაა!ბავშვი-სად მიზუზუნებ, ფუტკარო, საით იჩქარი ამ დილით? ფუტკარი-ყვავილის ტკბილი წვენია ჩემი საუზმეც, სადილიც...შემოდგომამ გაგვახარაშემოდგომამ გაგვახარა ზამთრის უხვი მარაგითა, ყურძენი გოდრით დაგვიდგა, ხილი კიდევ კალათითა. წელსაც თავი მოი...ზამთარიწვიმა, თოვლი, ავდარი... აი, ესეც ზამთარი! ყინვა დადის კარდაკარ, სუსხი დააქვს ქარდაქარ, მიწა თოვლმა დაჰბურ...ჩვენი დედამიწალამაზ-ლამაზს, ფერად-ფერადს მზე სხივებით მომეფერა, გამათბო და გამინათა, სავალი გზაც გამიმართა, მთვარით გვე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026