kids.ge logo

დათვები

ფავორიტებში დამატება

როგორ? სწრაფად ვეღარ დათვლი?
ტყეში ცხოვრობს სამი დათვი,-
გულკეთილი დედა დათვი,
გულმაგარი მამა დათვი
და დანდალა დათუნია,
გულუბრყვილო შვილი დათვი.
ჩამობარდნა თეთრად ტყეში,
ბუნაგს მიშურეს ხვნეშით,
მიბურდღუნებს დედა დათვი,
მიდუდღუნებს მამა დათვი,
მიდანდალებს დათუნია,
დრუნჩა ბელი-შვილი დათვი.
ბუნაგშია დათვი სამი,
სძინავთ დღისით, სძინავთ ღამით.
თათს ილოკავს დედა დათვი,
გვერდს არ იცვლის მამა დათვი,
მშობლიურ ტყეს, მზიან დღეებს
სიზმრად ხედავს შვილი დათვი.

როგორ სწრაფად ვეღარ დათვლი?
ტყეში ცხოვრობს სამი დათვი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჭიამაიაჭია, ჭიამაიაო, პაწაწინა დაიაო, მზემ გაჩუქა ხალებიო, შენ კი გენაცვალებიო! ჭია, ჭიამაიაო, მშვენიერო დაიაო, ...ხიდიესეც საქმე დიდი! გავაკეთოთ ხიდი! აგურის თუ რკინის? ბამბუკის თუ ტინის? კარგად ჩავამაგროთ ის ბურჯები წყალში...ბალი, ბავშვები და ჩიტებიმაღლა, ტოტზე ესხა ბალი, ზედ რჩებოდა ყველას თვალი, ნერწყვს ყლაპავდნენ პაწიები: -ტოტებო, ხართ ქვაწვიები, ბა...საახალწლო-თოვლის ბაბუა, სანტა კლაუსი, მწვანე ნაძვისხე, კოხტად მორთული ... გვიღიმიან და გვეუბნებიან: -ახალი წელიაო ...შემოდგომაკალათებში ჩაალაგა შემოდგომამ ხილი, ათასგვარი სასუსნავი,- კაკალი და თხილი... სიხარულით გაამზადა საუცხოო ძღ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026