kids.ge logo

დათვები

ფავორიტებში დამატება

როგორ? სწრაფად ვეღარ დათვლი?
ტყეში ცხოვრობს სამი დათვი,-
გულკეთილი დედა დათვი,
გულმაგარი მამა დათვი
და დანდალა დათუნია,
გულუბრყვილო შვილი დათვი.
ჩამობარდნა თეთრად ტყეში,
ბუნაგს მიშურეს ხვნეშით,
მიბურდღუნებს დედა დათვი,
მიდუდღუნებს მამა დათვი,
მიდანდალებს დათუნია,
დრუნჩა ბელი-შვილი დათვი.
ბუნაგშია დათვი სამი,
სძინავთ დღისით, სძინავთ ღამით.
თათს ილოკავს დედა დათვი,
გვერდს არ იცვლის მამა დათვი,
მშობლიურ ტყეს, მზიან დღეებს
სიზმრად ხედავს შვილი დათვი.

როგორ სწრაფად ვეღარ დათვლი?
ტყეში ცხოვრობს სამი დათვი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ხევაშლის ხეს რგავს მახარე, მთელ ქვეყანას ახარებს, რწყავს და მიწას უბარავს, ცივ ნიავს არ აკარებს. -გაიზარდე,...დაბურდღუნებს ტყეში დათვი!ჩიტი გალობს: ინდი-მინდი! აყვავდაო ტყეში შინდი! დათუნიამ, აბლი-ბაბლი, მიირთვაო ტკბილი თაფლი! სულ რამდენი, ...პირველი თოვლიმთების კალთებიდან თოვლი ჩამოსულა, ჩამოცოცებულა, ჩამოპარულა, ფიფქები დაჰქრიან ცაში ჟრიამულით, ბარშიც გაუმა...ვარსკვლავებსაც უხარიათვარსკვლავებსაც უხარიათ ახალი წლის მობრძანება, ღრუბლები არ გაიკარეს, ანათებენ ნება-ნება... ციმციმებენ, გვე...დაზუზუნებს ფუტკარიმე პატარა ფუტკარი ვარ, შენ-პატარა ყვავილი, გაზაფხულის მეგზურობა ნუ გგონიათ ადვილი. მე მთელი დღე დავზუზუნე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026