kids.ge logo

ყაყაჩო

ფავორიტებში დამატება

ყაყაჩო ვარ მოცქრილე,
ქარში ლაღად მოფრილე!
მშვენირი არ ვარ განა?-
გაზაფხულმა მომიყვანა!
მზე სხივებით მომეფერა,
კოხტა კაბა შემიკერა,
გახილა ცხრავე თვალი,
დამამაშვენა შავი ხალით.
ველ-მინდვრებმა შემიყვარეს,
მდელოებმა შემიფარეს,
გზებზე წითლად ავფრიალდი,
ყანებშიც კი ავბრიალდი.
სიომ ქება დამაწია:
-რა კოხტა, რა ლამაზია!
პატარებო, გიკვირთ განა?
გაზაფხულმა მიმიყვანა!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

თამარი-რა კარგი სახელი მქვიაო, რა კარგი!- ამაყობს პატარა გოგო,- თამარი დამარქვეს! თამარი დამარქვეს! როგორ გამახ...დიდი გემიზღვაში ცხოვრობს ცელქი ტალღა, არ სჩვევია თურმე დაღლა, კოხტა გემი პატარაო, ნაპირ-ნაპირ ატარაო... ნავსადგური...რა კარგია ნაძვისხე!რა კარგია ნაძვისხე! ნათელი და ხასახასა! ტოტებზე ვარსკვლავები ნეტავი, ვინ დაასხა? ვინ დაკიდა ბურთულები, ას...ტყეშიტყეში ცხოვრობს შველი, დაძუნძულებს მგელი, თეთრქათიბა, ყურგრძელი დაცუნცულებს კურდღელი. ტყეში ცხოვრობს მელია...აპრილიმარტმა -გაზაფხულის შვილმა გააღვიძა მზე როცა, ადგა და თავისი ტახტი აპრილს გადაულოცა. -მეც ხომ გაზაფხულის ძ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026