kids.ge logo

წილის ყრა

ფავორიტებში დამატება
სკამს იჯდა ბაბურალი
გუდანს გუდანის ჯვარშია, -
გარეთ იყოფდენ ნადავლსა,
ჩოჩქოლი ისმის ჯარშია.
წილის ყრა არი, ცილობა
თას ცხვარს, ორას ხარშია.
გმირს არ აჯავრებს ნადავლი,
შეკრული არის წარბშია,
სახელს ვერ გასცვლის დავლაზე,
მით არ ერევა ხალხშია,
რაფრად იმჩნევს ჭრილობას,
ნატყვიარი სჭირს მკლავშია.
წინ უზის ჩოქზე დასტური,
შავს ლუდს უმატებს თასშია.
“ვინაც მადლს სჩადის, სანთელი
მისი არ ჰქრება ცაშია.
გამრავლდეს შენფერები
გუდანის ჯვარის ყმაშია!”
დასტური ბაბურალის
ქების სიტყვების თქმაშია:
“უჯიშო-უხეირონი
გამოსადეგნი რაშია?!
კაი ბიჭობას იჩენენ
მარტოკა ლუდის სმაშია.
ულვაშებ-დაწკეპილები
წამოსხდებიან თავშია.

შენფერა, ბაბურალო,
რავინა გვყავ მთაშია.
ცოცხლე, დიდხანს იცოცხლე!”
დასტურმაც კონჩხას ასწია.
წილის მყრელები შავარდნენ
ბაბურაულთან ხატში
და უთხრეს: “თავისი წილი
წამო, წაღე, ბერდია!”
ხელს იქნევს ბაბურალი,
მაღლა ასწია მკერდია:
- “თქვენ იყოს, სხვა არა მინდა,
ბიჭებო, ლუდის მეტია”.
- “რად არ? საკარგყმოც შენ გერგო,
ხარი თორმეტზე მეტია.
მომდურავ არვინა რჩება,
ყველას უღიმის ბედია”.
- “არ მინდა, გეტყვით, გაგეთ,
იქმნას, რაც დამიყბედია:
მე არ ავიღებ არაფერს”.
კვლავ ეუბნება ბერდია:
“ასე მაქვს ხატთან პირობა,
კვლავც შეგვეწევა ღმერთია -
თქვენ იყოს, თქვენი, ჩემ წილი,
თხაც კი არ მინდა ერთია”.

თხრა და თან გაიბრუნა
გვერდზე მორგვივით ქედია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

დაგვიანებული პასუხი აკაკის“ენას გიწუნებ, ფშაველო, მგოსანო მაღალ მთისაო, თუმც კი გვითესავ მარგალიტს, მკითხველიც იმას მკისაო”. აკაკი ...სიცოცხლემ შხამი მასმიასიცოცხლემ შხამი მასმია, მე კახურ ღვინოდ შავირგე: შავსვი და არც მოვერიდე, თუმც მის სიმწარე გავიგე. ვიცოდი,...გაზაფხულიკიდევ ვეღირსე გაზაფხულს, ციდამ მანანის დენასა; ბუნების გამოღვიძებას, ფრინველთ საამო სტვენასა, - გუშინ მეგ...მთა და ბარიმთაო, რად აგრე ჰგულდიდობ, ცერად დაჰყურებ ბარსაო?! რადგანაც ძირით გიცქერის, მით არ უყადრებ თავსაო? სალის კ...წიწილაქორმა წიწილა წაიღო, იძახდა "წიავ-წიავსა!" წიწილის თეთრი ბუმბული ველად გაჰქონდა ნიავსა... ღვარი წავიდა სის...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026