kids.ge logo

აპრილი

ფავორიტებში დამატება

მარტმა -გაზაფხულის შვილმა
გააღვიძა მზე როცა,
ადგა და თავისი ტახტი
აპრილს გადალოცა.
-მეც ხომ გაზაფხულის ძე ვარ,
რით ვარ მარტზე ნაკლები?
არც აპრილმა დაშურა
ოსტატობა ნაქები.
გადაფინა მთა-გორებზე
ვარდ-ყვავილთა ხალიჩა,
ფუტკარი ყვავილს დაბზუის,
პეპლებს ხომ თვლა არ უჩანს,
მთა და ბარი გაზაფხულის
სილამაზეს იმშვენებს,
ტყეში ციყვი დაფუსფუსებს,
ჩიტი ბუდეს იშენებს.
აპრილი კი არაკრაკებს
თავის ოქროს სალამურს,
დედა გაზაფხულს უმღერის
პირმშვენიერს, სამურს.
სააპრილო საქმებით
მოჯერებს გულს როცა,
ადგება და თავის გვირგვინს
მაისს გადალოცავს.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პეპელამ ყვავილებისგან ბარათი მიიღოსადა ხარ, გოგო ლელაო, შენ გელოდებით ყველაო! ნექტრად ვაგროვეთ, განდეთო, საუზმე მოგიმზადეთო! სულ შენ გახსენ...ფეხბურთელიბურთს დაარტყა ფეხი ფეხბურთელმა ლაშამ, გაიტანა გოლი, ვაშა, ბიჭო, ვაშა! უხარია ყველას- სოსოს, დათოს, გელას,...მზე და მზესუმზირამზესუმზურა მზეს შეჰყურებს, მზეც უღიმის მზესუმზირას, გაიფურჩქნა მზისგულზე და მზესუმზირამ მზეს უმზირა. ოქრო...ციცინათელაროცა მეტყვი-ავინთები, როცა მეტყვი-ჩავქრები, ციმ-ციმ, ციცინათელას მსურს ამ ამბის გამხელა; შენთვის ვანთებ ბ...ჩემი სოფელილილისფერ მთათა გადაღმა ელვარებს როგორც ალმასი, იცით, ამ სოფელს რა ჰქვია? -სოფელი... „ასე ლამაზი!“ წყარომ ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026