kids.ge logo

პეპელამ ყვავილებისგან ბარათი მიიღო

ფავორიტებში დამატება

სადა ხარ, გოგო ლელაო,
შენ გელოდებით ყველაო!
ნექტრად ვაგროვეთ, განდეთო,
საუზმე მოგიმზადეთო!
სულ შენ გახსენებთ, გაქებთო,
გამოფარფატდი აქეთო!
კაბას გიკერავთ მზისფერსო,
არშიად ვურთავთ ცისფერსო,
ვერა, ვერ მოვილხინეთო,
შენოდ მოვიწყინეთო.
ამ ბარათს მზის სხივს ვატანთო,
კიდეებს მოვუხატავთო...
სხივმა პეპელას პაწიას
ბარათი გზად დამაწია.
მინდვრები მომიქარგეთო?
მეც ეგ მინდოდა, კარგებო!
გარეთ ხომ გაზაფხულია,
მეც თქვენთან ყოფნა მწყურია!
მზის სხივი მებუზღუნება:
-ფრთები მე მოგიხატეო!
ჩემი დობილი იყავი,
სულ ჩემთან იფარფატეო!
ეგ თხოვნა, მზის ათინათო!
სულაც არ არის ადვილი,
დამაკვირდი, მე ვის ვგავარ?-
ვარ ფრთაშესხმული ყვავილი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჭიამაიაჭია, ჭიამაიაო, პაწაწინა დაიაო, მზემ გაჩუქა ხალებიო, შენ კი გენაცვალებიო! ჭია, ჭიამაიაო, მშვენიერო დაიაო, ...საახალწლო-თოვლის ბაბუა, სანტა კლაუსი, მწვანე ნაძვისხე, კოხტად მორთული ... გვიღიმიან და გვეუბნებიან: -ახალი წელიაო ...რადიომ გამოაცხადადღეს დილით კარგი ამბავი გამოაცხადა რადიომ: -როცა სათქმელი აქვე მაქვს, სხვა ახალ ამბებს რად ვდიო? ერთ ბიჭზ...და-ძმადელასა, დელი-დელასა, გოგოსა ცუგრუმელასა უყვარს თავისი ძამიკო, უნდა, რომ კარგი და იყოს, მზეცა და მთვარეც, ...ღრუბელიღამესავით მოქურუშდა, ჩააბნელა მთა და ბარი, იხუვლა და გადმოგვასხა დელგმა წვიმის ნიაღვარი. დაიწურა ყველა ფთ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026