kids.ge logo

ია

ფავორიტებში დამატება

გაზაფხულს მოვდევ ფეხდაფეხ,
თქვენი ია ვარ პაწია,
სურნელს მოვაფრქვევ ველ-მინდვრებს,
ლურჯი სამოსი მაცვია.
მოვალ, ავბიბინდები,
ლურჯად მოვხატავ ტყისპირებს,
ნუ მომწყვეტთ, აქვე დამტოვეთ,
თორემ დარდისგან ვიტირებ.
ბუნების კოხტა შვილი ვარ
და გაზაფხულის მეგზური,,
სიცოცხლე თქვენთვის მწყურია,
თქვენ მოგიძღვენით ეს გული!
ჩემს სიფრიფანა ფურცლებზე
მზის სხივი როგორ ალმასობს,
გაზაფხული რომ მოგირთოთ,
უფრო რომ გაგილამაზოთ.
ლურჯთვალა მახარობელი
თქვენი სიკეთით გამათბეთ!
თქვენია ეგ სურნელება!
თქვენია ეგ სილამაზე!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვულოცავ!მღერის ჩიტი-ჩიორა: ფიფქი მოდის ფიორა! ფიფქი მოდის ფარფატელა, ახალ წელს ულოცავს ყველას: მთაში მობინადრეებს...ზღაპარელა-ზღაპარო!-ახლა ვის ამბავს ჰყვები, ზღაპარელა-ზღაპარო? გვიხმე, შემოგვატარე ჯადოსნური სამყარო. -მე ფიფქიას წიგნი ვარ!...სძინავს, სძინავს ძილგუდასთოვლით მოდის ზამთრის დილა, ძილგუდას კი სძინავს ტკბილად, არც ფიფქების ნახვა უნდა, აღარც თეთრი თოვლის გუნდა...ყაყაჩოყაყაჩო ვარ მოცქრიალე, ქარში ლაღად მოფრიალე! მშვენიერი არ ვარ განა?- გაზაფხულმა მომიყვანა! მზე სხივებით მო...ფანტელო, ფრიალ-ფრიალა!ფრიალა, ჩემო ფრიალა! ზამთარმა მოგაფრიალა? სიომ თუ დაგაბზრიალა, ქარმა თუ დაგატრიალა... იქნება ცაში გესტუმრ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026