kids.ge logo

ყაყაჩოსა სიწითლითა

ფავორიტებში დამატება

ფრთაგაშლილი ფრთები არი,
სხივგაშლილი სერებია...
არ ჩურჩულებს ლელინი, -
გული შეჯერებია...
აქ კორდია მობიბინე,
იქ მზინი ტევრები
რად უსკდება გული ირემს?
გელა გადამტერებია...
თეთრი ნისლი ნისლებს ირევს -
ეს ხომ „ლურჯა ცხენებია?“
შვიდი ზეცა გადირბინეს,
არსად შეუსვენებიათ...
ამ მშვენიერ მინდორ-ველზე
რა ნარი ფერებია?!
„ყაყაჩოსა სიწითლითა
ყანა დაუმშვენებია“

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შემოდიოდა ჩვენში კალანდადა მე ვიგონებ ჩახლართულ ღობეს, სერებს თოვლიანს.... ხმობდა ქათამი გურიის სოფელს, ყეფდა თოლია.... იდგა ბერმ...პაწაწინა რტო ვარმეფერება მზე ალერსის მთოვარს, ვარდისფერად ცამან ჩამომთოვა... მე მიგალობს, როდი მიმატოვა, თოხიტარა, პაწაწი...რეკენ ზარები, რეკენ...რეკენ ზარები, რეკენ... სიზმარია თუ ცხადი? დაესვენება ჩემს წინ დიდი თამარის ხატი... რიდით შეარხევს ქარი დრ...იყალთოშიაქ სიჩუმეა, მზე და სიჩუმე გულთამკოდავი, მაღლა, ხის წვერზე სადღაც ხმაურობს ჭრელი კოდალა... მზე კაშკაშებს დ...აჰა, მაცდური აქაც შემომყვა...აჰა, მაცდური აქაც შემომყვა, დამიხვდა აქაც: და მოზეიმე ჩამიქრა სული, ყოველი გაქრა - მზის ბრწყინვალებაც, ლა...

ნახატი ლექსები

ლექსზე „ყაყაჩოსა სიწითლითა“ ბავშვების მიერ შექმნილი ნახატები. თუ შენც გაქვს ამ ლექსის თემაზე რაიმე დახატული, გამოგვიგზავნე და გაუზიარე სხვებს.

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026