kids.ge logo

ჩემი თხა

(ხალხური)

ფავორიტებში დამატება
ჩემო ლამაზო ბეკეკა,
შენ ჩემო თხაო ბელაო!
ჩემი მტერი და ორგული
შენ გენაცვალოს ყველაო.

წვერი გაქვს დეკანოზისა
და რქები ეშმაკისაო,
კბილები, ნამგლად ნალესი,
ნეკერს კვრეხს, ბალახს მკისაო.

მთაში რომ წაკოკინდები,
დააგდებ მინდორ-ველსაო,
ჯიხვებს ეწვევი კლდეებში,
იქ მოღერებ ყელსაო!

გაძღები, გასისინდები,
ჯიქანს გაივსებ რძითაო,
რა გზითაც დილას წასულხარ,
ბრუნდები იმავ გზითაო.

მოხვალ და საწველს ამივსებ,
არ დამამადლი წველასო!..
მეძღვნეო ჩემი შვილების,
შენ მირჩევნიხარ ყველასო.

თვალის-ჩინივით მოგივლი,
ნუ გეშინია მტერისო!..
მაგ ძუძუბის ჭირიმე:
საწველში ჩაიმღერისო!..

ბეკეკავ! ჩემო ბეკეკავ!
შენ ჩემო კარგო ბელაო!..
ჩემი ოჯახის ურგები
შენ გენაცვალოს ყველაო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

მომაკვდავის ფიქრებითუ ჩემს სამშობლოს გამოაღვიძებს ჩემი სიკვდილი, აჰა, მეც მზად ვარ!.. მოდი, ჯალათო, შენი მახვილი შეუბრალებლა...ხალხურიმინდვრად ეგდო თეთრი ქვა, დავკარ ხელი, თან ამყვა... ქალო, შენი სიყვარული, სადაც წაველ, თან წამყვა. ქვა უბე...ფუტკარისხვებმა უმღერონ ვარდ-ბულბულს, ადიდონ ლომი ძლიერი; თვალ-მარგალიტით შეამკონ შვენიერება ცბიერი. სხვა არის ჩე...იუბილეეს ჩემს თავზე რა მოსულა? სადა ვარ? სიზმარია, თუ სასიზმრო ზღაპარი? ღარიბ-ღატაკს და ბნელში მყოფს აქამდე, ვი...რაც არ იწვის, არ ანათებსრაც არ იწვის, არ ანათებს, - უჩინარად ლპება ნელა. მოდი, დამწვი, სიყვარულო, მიაშუქე, სადაც ბნელა! ერთი წამი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026