kids.ge logo

პეპელამ ყვავილებისგან ბარათი მიიღო

ფავორიტებში დამატება

სადა ხარ, გოგო ლელაო,
შენ გელოდებით ყველაო!
ნექტრად ვაგროვეთ, განდეთო,
საუზმე მოგიმზადეთო!
სულ შენ გახსენებთ, გაქებთო,
გამოფარფატდი აქეთო!
კაბას გიკერავთ მზისფერსო,
არშიად ვურთავთ ცისფერსო,
ვერა, ვერ მოვილხინეთო,
შენოდ მოვიწყინეთო.
ამ ბარათს მზის სხივს ვატანთო,
კიდეებს მოვუხატავთო...
სხივმა პეპელას პაწიას
ბარათი გზად დამაწია.
მინდვრები მომიქარგეთო?
მეც ეგ მინდოდა, კარგებო!
გარეთ ხომ გაზაფხულია,
მეც თქვენთან ყოფნა მწყურია!
მზის სხივი მებუზღუნება:
-ფრთები მე მოგიხატეო!
ჩემი დობილი იყავი,
სულ ჩემთან იფარფატეო!
ეგ თხოვნა, მზის ათინათო!
სულაც არ არის ადვილი,
დამაკვირდი, მე ვის ვგავარ?-
ვარ ფრთაშესხმული ყვავილი!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ანა ანბანს სწავლობსარა გახარებთ განაო?- ანბანს სწავლობს ანაო. სხაპასხუპით რაკრაკებს „იას“, „აი იასო,“ წიგნს კითხულობს გოგონა...ჩემი გემიეს პატარა გემია, და ეს გემი ჩემია! გესმით? დაიგუგუნა, გადაცურა გუბურა. ღელეს თავქვე დაუარა, ნაკადულსაც ჩა...დაგვიზამთრდა, ჩიტუნებო!-დაგვიზამთრდა. ჩიტუნებო, სად ხართ? ახლა რას შვრებით? -ახლა ზამთარს ვეგებებით, ფიფქებს ვეთამაშებით. ბეღურე...თვლა ისწავლაანათითებს, ბანათითებს, ციცქნა ანა ითვლის თითებს: -ცერა და საჩვენებელი, შუათითი, არათითი, ეს პაწაწა მეხუთე...ნუცას უთოდედიკომ ნუცას უყიდა სათამაშო უთო. ნუცა ფუსფუსა გოგოა, საქმეს არვის უთმობს. დაფაცურდა, დატრიალდა, მოინდომა...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026