kids.ge logo

ბალი, ბავშვები და ჩიტები

ფავორიტებში დამატება

მაღლა, ტოტზე ესხა ბალი,
ზედ რჩებოდა ყველას თვალი,
ნერწყვს ყლაპავდნენ პაწიბი:
-ტოტებო, ხართ ქვაწვიბი,
ბაღის თვალი, თითქოს ლალი,
ბალი გვინდა-ტკბილი ბალი!

გახარეს ბეღურებმა,-
ბალი ისე ეგუნებათ,
რომ დაგემოვნეს ლხენით,
ჭიკჭიკეს ოქროს ენით.
ბაღის თვალი, თითქოს ლალი,
ჩიტუნებმა ჭამეს ბალი.

ტირის ეკა, ტირის ბესო,-
ბეღურებმა წაგვართვესო
ბაღის თვალი, თითქოს ლალი,
მსხვილმარცვალა, ტკბილი ბალი.
ცრემლს ღვრის ორი ტირია,
დაღიათ პირია.

ჟღურტულებენ ბეღურები:
-ჩვენ ნუღარ დაგვემდურებით!
ამ ტოტების ტკბილი ძღვენი
რის განა მარტო თქვენი...
ბაღის თვალი, თითქოს ლალი,
შეგვერგოსო ტკბილად ბალი.

ბლის ტოტებმა დაძახეს:
-ამობრძანდით, თავად ნახეთ!
ბლის კუნწულებს ლამაზებსო
უხვად შემოგთავაზებთი.
ბაღის თვალი, თითქოს ლალი,
დაკრიფეთო ტკბილი ბალი.

ზედ რჩებოდა ყველას თვალი,
კუნწულებად ესხა ბალი.
მიშურეს ბეღურებმა,
ბალი ისე ეგუნებათ.
ბაღის თვალი, თითქოს ლალი,
პატარებსაც ერგო ბალი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჟირაფირა ლამაზი ცხოველია!- გაიძახის ჩვენი ანა, -კისერი რამ დაუგრძელა? რამ გაზარდა ამისთანა? როგორია გრძელკისერა...პატარა ბიჭები და კარატეჩვენი სახლის ბიჭუნებს ძლიერ უყვართ კარატე, ისე გადარეულან, სხვას არ სცნობენ არაფერს. აღტაცებით ჰყვებიან ა...მურა ამბობს..მაშინვე შენთან გავჩნდები, მტერს კართან ყეფით დავხვდები, როგორც კი გაგიჭირდება, შენი დამცველი გავხდები. ახ...შობაა!შობაა! ციმციმებს ათასი სანთელი! შობაა! მოგეფინოთ ღვთის მადლი, ნათელი! ხატს ვეამბორები უმანკო კოცნით, ღმერ...წვიმაწკაპი-წკუპი-წკაპუნა, მე წვიმა ვარ შხაპუნა, ჩქარა, გარეთ გამოდით, ნინიკო და პაპუნა! გესმით? ფანჯრის მინაზე...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026