kids.ge logo

ბალი, ბავშვები და ჩიტები

ფავორიტებში დამატება

მაღლა, ტოტზე ესხა ბალი,
ზედ რჩებოდა ყველას თვალი,
ნერწყვს ყლაპავდნენ პაწიბი:
-ტოტებო, ხართ ქვაწვიბი,
ბაღის თვალი, თითქოს ლალი,
ბალი გვინდა-ტკბილი ბალი!

გახარეს ბეღურებმა,-
ბალი ისე ეგუნებათ,
რომ დაგემოვნეს ლხენით,
ჭიკჭიკეს ოქროს ენით.
ბაღის თვალი, თითქოს ლალი,
ჩიტუნებმა ჭამეს ბალი.

ტირის ეკა, ტირის ბესო,-
ბეღურებმა წაგვართვესო
ბაღის თვალი, თითქოს ლალი,
მსხვილმარცვალა, ტკბილი ბალი.
ცრემლს ღვრის ორი ტირია,
დაღიათ პირია.

ჟღურტულებენ ბეღურები:
-ჩვენ ნუღარ დაგვემდურებით!
ამ ტოტების ტკბილი ძღვენი
რის განა მარტო თქვენი...
ბაღის თვალი, თითქოს ლალი,
შეგვერგოსო ტკბილად ბალი.

ბლის ტოტებმა დაძახეს:
-ამობრძანდით, თავად ნახეთ!
ბლის კუნწულებს ლამაზებსო
უხვად შემოგთავაზებთი.
ბაღის თვალი, თითქოს ლალი,
დაკრიფეთო ტკბილი ბალი.

ზედ რჩებოდა ყველას თვალი,
კუნწულებად ესხა ბალი.
მიშურეს ბეღურებმა,
ბალი ისე ეგუნებათ.
ბაღის თვალი, თითქოს ლალი,
პატარებსაც ერგო ბალი.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჭიამაიაჭია, ჭიამაიაო, პაწაწინა დაიაო, მზემ გაჩუქა ხალებიო, შენ კი გენაცვალებიო! ჭია, ჭიამაიაო, მშვენიერო დაიაო, ...ხევაშლის ხეს რგავს მახარე, მთელ ქვეყანას ახარებს, რწყავს და მიწას უბარავს, ცივ ნიავს არ აკარებს. -გაიზარდე,...ფერებმა ფესტივალი გამართესერთხელ ფესტივალი გამართეს ფერებმა,- დაუღალავებმა და მშვენიერებმა. თქვეს: -დაე, არ ჰყავდეს ამქვეყნად ბადალ...ოცდახუთსა დეკემბერსა„ოცდახუთსა დეკემბერსა ქრისტე იშვა ბეთლემსაო!“ ბარაქა და ოქროს ხვავი თქვენს მარნებს და ბეღლებს...თუთიყუში ჟაკომხოლოდ ერთი სიტყვა იცის თუთიყუშმა ჟაკომ. უკვირთ ბავშვებს,- არ უნდაო დაგველაპარაკოს. მამამ ახლახან უყიდა, ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026