kids.ge logo

გამარჯობა, სოფელო!

ფავორიტებში დამატება
ზურმუხტად გადახატულო
და გულის დამატკბობელო,
შენ, გამარჯობა, სოფელო,
ამწვანებულო სოფელო!

თქვენ, გამარჯობა, ველებო,
მთებო, თეთრნაბდინებო,
ბარაქინო ყანებო,
ყანებო, ოქროს ყანებო!

მოვდივარ გახარებული,
მოვდივარ გალაღებული,
დამხვდით ჩანჩქერთა გუგუნით,
მინდვრად ქედნების ღუღუნით;

წისქვილის ტკბილი ზღაპრებით,
ნისლის გაშლილი აფრებით,
დილით ცვარ-ნამის ვერცხლითა,
ცაში გაჭრილი მერცხლითა...

მოვდივარ გახარებული,
მოვდივარ, არ ვგვიანდები,
მინთეთ, ამიჩირაღდნეთ
ფერადი განთიდები!..

ნახვამდის, სასწავლებელო,
კვლავ ჩქარა დაგიბრუნდები,
რომ დავეწაფო სწავლასა,
რომ გასახელო ხუთებით.
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026