kids.ge logo

ეს რა ლამაზი გზებია!

ფავორიტებში დამატება

შორს ლილისფერი მთებია,
ზემოთ ღრუბლები ჩნდებიან,
ზოგჯერ მთის წვერზე სხდებიან,
ზოგჯერ კი ყალყზე დგებიან.
მათი ფაფუკი ფთილები
თითქოსდა სოფლის ფრთებია,
ი, იმ სოფელში ცხოვრობს
შენი ბაბუ და ბებია.
რა მხირულად ჭიკჭიკებ!
როგორ გიბრწყინავს თვალები!
მანქანაც ტკბილად ღუღუნებს,-
სოფლისკენ მიემგზავრები!
ეს რა ლამაზი გზებია!
ზღაპრებში ნამგზავრებია?
ზაფხულო, ეს ველ-მინდვრები
შენ გაგილამაზებია!
ირგვლივ რომ ყვავილებია,
მზისგულზე იფურჩქნებიან,
ეს გორაკები, ბორცვები
თითქოს თაიგულებია!
გზა იკეცება მალიმალ,
ცის, რომ სადღაც მთებია,
ზედ რომ ღრუბლები სხდებიან,
და შენ რომ გელოდებიან.
მთის ძირთან ტყეა გაშლილი,
ტყიდან რუ ჩქარობს ცქრილა,
მთიდან ჩამორბის მდინარეც,
ხმატკბილი, ენაწკრილა...
ზაფხულის ნაქარგ მინდვრებზე,
მზის ჩიტუნები სხდებიან,
ფრთებს რომ გიქნევენ მაღლიდან,
ეს ნაცნობი ღრუბლებია!
ყველანი გეგებებიან!
მთებიც კი ფეხზე დგებიან!
ყველანი გესალმებიან
და შენი ცქერით ტკბებიან.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ვაშლილოყაწითელა, შაქარა ვაშლი მიგორდა თაკოსთან: -გემრიელი ვარ, პატარავ,- სურნელოვანი, ტკბილიო! შენი ვარ, ჩაიტკ...იაგაზაფხულს მოვდევ ფეხდაფეხ, თქვენი ია ვარ პაწია, სურნელს მოვაფრქვევ ველ-მინდვრებს, ლურჯი სამოსი მაცვია. ამ...ჭრელი კატაჩვენმა ნატამ ხატა, ხატა, ჭრელი კატა დაგვიხატა, აპრეხილი ულვაშებით, დაცქვეტილი ყურებით... რა ლამაზი ნახატი...კახა მიდის სკოლაშიანაბანა, ანაბანა, დედამ წიგნი მომიტანა, - იაკობის დედაენა, საქართველოს მზე და რწმენა. -მუდამ გქონდეს ამ დ...ციყვუნიას ზამთარი„თოვს, თოვს, ხოშკაკლავს“, ზამთარი ტყეს თვალს დაჰკრავს, თოვლს ჩამოჰყრის, ჩამოპენტავს, რა იქნება ახლა ნეტავ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026