kids.ge logo

ღრუბელი

ფავორიტებში დამატება

ღამესავით მოქურუშდა,
ჩააბნელა მთა და ბარი,
ხუვლა და გადმოგვასხა
დელგმა წვიმის ნიაღვარი.
დაწურა ყველა ფთილა,
ყველა კოკას მოხსნა პირი,
-სხვა და-ძმებსაც მოვუხმობო,-
ქადნება, ციდან ყვირის.
დაგრუხუნებს გორვა-გორვით,
შავ ფთილების ბერტყვა-ბერტყვით,
ვგონებ, სულაც არ შერცხვება
თავს დაგვატყდეს ხშირი სეტყვით.
ნეტავ, ასე რად გვიწყრება?
რად მოვარდა უთენია?
ეს რა გაგონარი და
ბრაზინი ღრუბელია.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ირმები მთიდან ბარში ჩადიანეს ზამთარი მეთოვლია იცით, ზოგჯერ როგორია? პირქუში და ღრუბლიანი, ქარიანი, სუსხიანი... მოჭრაჭუნეთოვლიანი, მ...ბალი, ბავშვები და ჩიტებიმაღლა, ტოტზე ესხა ბალი, ზედ რჩებოდა ყველას თვალი, ნერწყვს ყლაპავდნენ პაწიები: -ტოტებო, ხართ ქვაწვიები, ბა...მურა ამბობს..მაშინვე შენთან გავჩნდები, მტერს კართან ყეფით დავხვდები, როგორც კი გაგიჭირდება, შენი დამცველი გავხდები. ახ...რა კარგია ნაძვისხე!რა კარგია ნაძვისხე! ნათელი და ხასახასა! ტოტებზე ვარსკვლავები ნეტავი, ვინ დაასხა? ვინ დაკიდა ბურთულები, ას...ვულოცავ!მღერის ჩიტი-ჩიორა: ფიფქი მოდის ფიორა! ფიფქი მოდის ფარფატელა, ახალ წელს ულოცავს ყველას: მთაში მობინადრეებს...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026