kids.ge logo

მელია და მამალი

ფავორიტებში დამატება
ორშაბათ დილა გათენდა,
რა ავი დარი დგებაო,
ეს ჩვენი წუწკი მელია,
საომრად ემზადებაო!

წავიდა იქ მიცუნცულდა,
სადაც მამალი ჯდებაო:
- პატარა ხორცი მიბოძე,
მელას გზა გაევლებაო.

- შენ ჩემს ხორცს როგორ შეირგებ,
ყელს ძვალი დაგადგებაო.
ჩემს პატრონს კარგი თოფი აქვს,
მეხივით გავარდებაო!

- მეც კარგად ვიცნობ შენს პატრონს,
უყვარს მუცელზე გდებაო,
თოფი კაჩხას უკიდია,
ჩახმახი უჟანგდებაო,
თუნდ მუგუზალი დადოს,
მაინც არგავარდებაო.

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

ჯარჯიკლდე, ჯიხვის ჯოგის გავლილი, რო ნახო, გაგიკვირდება... იმათ ნაწოლსა, ნადგომსა, თოლი არ მაეკიდება. ფეხ რო მა...ჰოი, სიხარულო, თამარ დედოფალოჰოი, სიხარულო, თამარ დედოფალო, ყველაზე ლამაზო, თამარ დედოფალო, კბილი - მარგალიტი, თვალ-წარბი - გიშერი, შა...მარტო ვარ, მარტო ვიმღერიმარტო ვარ, მარტო ვიმღერი, არავინა მყავს მობანე. მაისის წვიმავ, წამოდი, გულის სევდისგან მობანე, ნიავო, წყნ...ხოგაის მინდიხოგაის მინდი კვდებოდა, მზე წითლდებოდა, ცხრებოდა, ცა ჭეხდა, მიწა გრგვინავდა, სული გვიანა ჰხდებოდა, ჩამოდიო...მე პატარა გოგო ვარმე პატარა გოგო ვარ, გამოვდივარ სცენაზე; რა დროს ჩემი ლექსებია, პატარა ვარ ყველაზე!...
„პეპლები“
ნახატის ავტორი:
ანასტასია ვასაძე (6 წლის)

დაამატე შენი დახატული კლიპარტი
decoration

ვიდეო ლექსები

ბავშვების მიერ გაცოცხლებული ხალხური. ლექსი „მელია და მამალი“. თუ შენც გაქვს ამ ლექსის ვიდეო, გამოგვიგზავნე და გაუზიარე ის სხვებსაც!

ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026