kids.ge logo

ციცინათელა

ფავორიტებში დამატება

როცა მეტყვი-ავინთები,
როცა მეტყვი-ჩავქრები,
ციმ-ციმ, ციცინათელას
მინდა ამბის გამხელა;
შენთვის ვანთებ ბნელ ღამეში
მზის ნაპერწკალს პაწიას,
საკვირველი, მოციმციმე
ტანსაცმელი მაცვია.
თუკი გინდა ჩემი ნახვა,
ღამით მოდი, პატარავ,
მთვარე ზღაპარს მოგვიყვება;
-სად იყო და სად არა!
მეტყვი:-რა კარგი ღამეა!
შენ კი როგორ უხდები!
ვარსკვლავივით ვიციმციმებ,
ხელზე დაგისკუპდები.
ღამე მოდი, ალიონზე
ვაქრობ ციცქნა სანათებს,
საგულდაგულოდ ვინახავ
ჩემს ციმციმა ალმასებს.
ნება-ნება ციგებენ
პაწაწინა ლამპრები,
თუკი მეტყვი, ავინთები,
თუკი მეტყვი-ჩავქრები!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

პატარა ქირურგი-ჩუ, სიჩუმე! ყველას თეთრი ხალათი თუ გაცვიათ? ლაშა ექიმი აკეთებს მძიმე ოპერაციას... -ვის უკეთებს? -ჩვენი თ...პატარა მხატვარინიკამ დახატა მზე,- დიდი, ჩახჩახა მზე, მერე დახატა დედა,- თავისი კარგი დედა. მზე წააგავდა დედას, დედა კი ჰ...ჩვენთან ერთად არის სანტა კლაუსიცგული მღერის: ოდელია-დელია! გიხაროდეთ, დღეს ახალი წელია! პატარებო! ფეხი მარდად გაუსვით, ჩვენთან ერთად ცეკვ...მივიჩქარით ვენახშიაბა, დელი დელია, ჩვენს სოფელში რთველია, მივიჩქარით ვენახში, გოგო-ბიჭებს გველიან. მივალთ, შრომის ხალისი პა...თოვლის მელაზამთარია, თოვს და თოვს, ცა ფუმფულა საბანს ქსოვს, გადაფარა ირგვლივ მიწა, ხე თუ ჩირგვი. ნაცარა და ყურგრძელი...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026