kids.ge logo

ჭიამაია

ფავორიტებში დამატება

ჭია, ჭიამაიაო,
პაწაწინა დაო,
მზემ გაჩუქა ხალებიო,
შენ კი გენაცვალებიო!
ჭია,
ჭიამაიაო,
მშვენირო დაო,
მზესთან გასწი პატარაო,
დე, მსუბუქად გატარაო!
ხვალ როგორი დარიო,
აგრემც, გაგიხარიო!

ავტორის შესახებ

ამავე ავტორის სხვა ლექსები

შენ ჩემი მეგობარი ხარ!თაგუნამ უთხრა თაგუნას: -მეგობარი ხარ, იცოდე! იმანაც ასე მიუგო: -მეც მეგობარი გიწოდე! რადგანაც მე შემიძლია...ჩემი თბილის-ქალაქისიხარულის ალაგი, ახდენილი არაკი, მზემ დალოცა ჩემი თბილის-ქალაქი! აქ ქუჩებიც მღერიან, როგორც ზღაპრის ფერია...წელიწადის ოთხი დროეს ხომ წელიწადია!- ესეც მისი ამქარი,- გაზაფხული, ზაფხული, შემოდგომა, ზამთარი. გაზაფხულის მშვენება ვის არა...კუ წვიმაში სადილობსპატარა კუ-კუსკუსა, დინჯი, განა ფუსფუსა, ბოსტანშია, სადილობს, წვიმიანშიც ნადიმობს. კომბოსტოს წვნიან ფოთოლს...საახალწლო-თოვლის ბაბუა, სანტა კლაუსი, მწვანე ნაძვისხე, კოხტად მორთული ... გვიღიმიან და გვეუბნებიან: -ახალი წელიაო ...
ყველა უფლება დაცულია.
kids.ge © 2011 - 2026